Aa Aa
29 მაისი 2022  |  11:16

კაცი, მოტორიზებული ინვალიდის ეტლით ნავს მიათრევს

ელექტრომობილების აღზევების შემდეგ, უკვე ყველასთვის ცნობილია, თუ რამდენად დიდი მაბრუნი მომენტი აქვს ასეთ მანქანებს. თუმცა, კალიფორნიის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა ამ ფაქტის უჩვეულოდ დემონსტრირება გადაწყვიტა.

Facebook-ის პლატფორმაზე ქრისტოფერ ჯეიკობიმ სან დიეგოში გადაღებული ვიდეო ატვირთა. კადრებში ჩანს, თუ როგორ მოძრაობს გზაჯვარედინზე კაცი მოტორიზებული ინვალიდის ეტლით, რომელზეც სრული ზომის კატერია გამობმული.

კრისტოფერმა გაკვირვება და გაოცება ვერ დამალა. „ეს რა ჯანდაბაა? ეს ტიპი სრული ზომის ნავს მოტორიზებული ინვალიდის ეტლით მიათრევს,“ - ისმის ვიდეოში.

ეტლი რთულ დავალებას კარგად უმკლავდება, თუმცა, მოსახვევში შემოსვლისას არამდგრადობაც შეინიშნებოდა. თუ რაღაცის გადასატანად საკმარისი ძალა გაქვს ეს არ ნიშნავს, რომ სრული წონის გასაჩერებლად სამუხრუჭე სისტემაც მზადაა.

საინტერესო ისაა, რომ ამ ადამიანის ქმედებაში არალეგალური არაფერია. ტექნიკურად, ასეთი რამის გაკეთება კანონით აკრძალული არაა. სავარაუდოდ, კალიფორნია მალე ახალ კანონს მიიღებს, რომელიც მოტორიზებული ეტლით ბუქსირს აკრძალავს.

თქვენ რა უცნაური შემთხვევა გქონიათ გზებზე გადაადგილებისას? მოგვიყევით თქვენი ისტორია კომენტარებში.

გაზიარება: