Aa Aa
1 ივნისი 2022  |  10:04

ამ BMW Z4-ს Alfa Romeo-ს ცხაურა აქვს

Z4 რომ Alfa Romeo ყოფილიყო..

2022 წლის Villa D’Este-ზე ბევრი საინტერესო ავტომობილი იყო წარმოდგენილი. თუმცა, ყველაზე უცნაური არსება ჰელენ უოკერლის ავტოსადგომზე ვიხილეთ. წინა თაობის BMW Z4 Alfa Romeo-ს ცხაურით. ამ ავტომობილის დიდხანს ყურებისას ადამიანს შეიძლება ტვინი აუფეთქდეს.

ძირითადი ელემენტები BMW-სგანაა. წინ, დაბლა BMW M-ის ჰაერის შემწოვებია. ცენტრში კი ყველაფერი სხვაგვარადაა. ბავარიული ავტომწარმოებლისთვის დამახასიათებელი ცხაურის ნაცვლად, Alfa Romeo Giulia-სგან გადანერგილი ცხაურააა.

სამუშაო საკმაოდ ხარისხიანადაა შესრულებული. კაპოტზე V-ს ფორმის დინამიკური ხაზები Alfa Romeo-ს ლოგოსკენ მიემართება. მაშუქების ფორმა კი ცხაურას ფორმას უხდება. ეს ავტომობილი არაავტომოყვარულებს მარტივად შეიყვანს შეცდომაში.

ავტომობილს Alfa Romeo-ს ალუმინის დისკები აქვს, რომელიც Z4-ის პროპორციებში შესანიშნავად ჯდება. წითელი სუპორტები საერთო სურათში კარგად ჯდება.

ამ ავტომობილისთვის საუკეთესო ძრავა Busso V6 იქნებოდა, მაგრამ საეჭვოა, ამ ავტომობილს კორპუსის გარდა, მექანიკური ცვლილებებიც ჰქონდეს ჰქონდეს. არ ვიცით, ვის მოუნდა, ბავარიული ავტომობილის იტალიურად გარდაქმნა. ერთი რამ აშკარაა, ამის გაკეთებას დიდი ნიჭი, ბევრი დრო და თანხა დასჭირდებოდა.

დაახლოებით ათი წლის წინ იტალიურმა დიზაინის სახლმა Zagato-მ BMW Z4-ის კუპესა და როდსტერზე იმუშავა. თუმცა, შედეგად მხოლოდ კონცეპტუალური ავტომობილები იყო და თანაც BMW-ს ლოგოებით.

გაზიარება: