Aa Aa
1 ივნისი 2022  |  11:28

„გთხოვთ, უარყოფითი ნარატივის შესაქმნელად მე ნუ გამომიყენებთ“, - ლუის ჰამილტონი

ჰამილტონის განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ფორმულა 1-ის 2022 წლის სეზონის მეშვიდე რბოლა მონაკოში გაიმართა. ძლიერი წვიმის გამო, რბოლის დაწყება 20 წუთით გადაიდო. 

მედიაში გავრცელდა ჰამილტონის კომენტარი, რომელშიც ამბობდა, რომ არ იცოდა, რატომ არ მისცეს თავის დროზე რბოლის დაწყების უფლება, რადგან ისინი პილოტები არიან და „ცუდი ამინდი არ უნდა იყოს რბოლის დაწყების გადადების მიზეზი“. 

ამ განცხადებას კრიტიკული გამოხმაურება ჰქონდა. ჰამილტონს კი თავისი ნათქვამის ახსნა მოუხდა:

„მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს FIA ბოლო რბოლაზე მიღებული გადაწყვეტილების გამო გავაკრიტიკე და ეს სისულელეა. ვფიქრობ, ისინი სწორად მოიქცნენ. შეგვეძლო რბოლის იმ დროს დაწყება, როცა უნდა დაწყებულიყო? კი, მაგრამ რბოლის შეწყვეტა მალევე მოგვიწევდა. ჩვენ მაშინ დავიწყეთ, როცა უსაფრთხო იყო და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. გთხოვთ, უარყოფითი ნარატივის შესაქმნელად მე ნუ გამომიყენებთ“, - წერს ლუის ჰამილტონი Instagram-ზე.

მონაკოში ლუის ჰამილტონს რთული რბოლა ჰქონდა. 7-გზის მსოფლიო ჩემპიონი ფერნანდო ალონსოს უკან გაიჭედა და საბოლოოდ, მერვე ადგილი დაიკავა.

გაზიარება: