ელექტრომობილები, ტესლა, ტესლა მოდელ ესი, სედანი, ლუსიდ ეარი, ლუსიდი
Aa
Aa

Tesla-ს ყოფილი ინჟინერის ამბიცია: Model S-ზე უკეთესი Lucid Air

Tesla-ს ყოფილი ინჟინერი Model S-ზე უკეთესი მანქანის შექმნას გეგმავს.

ნებისმიერის განცხადება, ვინც იტყვის, რომ Tesla Model S-ზე უკეთეს ავტომობილს შექმნის, ეჭვს იწვევს. მაგრამ, როგორ იქნება ეს პიტერ როულინსონის შემთხვევაში? ის მხოლოდ Lucid Motors-ის აღმასრულებელი დირექტორი როდია. ეს უელსელი WhiteStar პროექტის მთავარი ინჟინერი იყო. ამ პროექტს ახლა Model S-ის სახელით ვიცნობთ.

რამდენიმე მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ მის სიტყვებს ვენდოთ, როცა ამბობს, რომ Lucid Air უკეთესი ავტომობილი იქნება, ვიდრე Model S. ამ მოდელზე მუშაობისას მას ფრანც ფონ ჰოლზჰაუზენის დიზანინის გამოყენება მოუხდა. ეს შეზღუდვა მას ახლა არ აქვს.

სამგანყოფილებიანი ჰეჩბექის ნაცვლად, ახლა მას სედანის აწყობა შეუძლია. როულინსონის აზრით, ასეთი აგებულება აეროდინამიკას აუმჯობესებს.

Lucid Air 1 800-ცხენისძალიანი მონსტრი იქნება სამი მოტორით. ახლანდელი ბატარეა 1100 ცხენის ძალას უზრუნველყოფს. თითოეულ ღერძს მოტორები 1000 ცხენის ძალით ამარაგებს. ორივე მუდმივი მაგნიტია, ან სინქრონირებული ერთეული.

Model S-ს, Model 3-სა და Model Y-ს, ერთი ინდუქციური მოტორი და მუდმივი მაგნიტის მოტორი აქვს. Lucid Air-ს ორივე ღერძზე სინქრონული მოტორების გამოყენება შეუძლია. ზუსტად ისე, როგორც Porsche Taycan-ის შემთხვევაშია.

თითქოს ეს ყველაფერი საკმარისი არ იყო, უელსელმა დაამატა, რომ აგრეგატს 16.7კვ/ლ სიმძლავრის სიმკვრივე ექნება. როულინსონის მტკიცებით ეს ჯერ არავის გაუკეთებია. Air-მა უკვე დაამტკიცა, რომ ბოლომდე დატენილზე 644კმ-ს გავლა შეუძლია. MOSFET სისტემის მეშვეობით, ავტომობილი ძალიან სწრაფად იტენება, თუმცა, რამდენად უსაფრთხოა ასეთი მაღალი ძაბვით დატენვა, ჯერ უცნობია.

კომპანიას დიდი წინააღმდეგობა ჰქონდა. მაშინ, როცა უელსელი Tesla-ში მუშაობდა, მას „ბენზინის ძრავების მოყვარულ ბიჭებთან“ უწევდა გამკლავება:

- „თითქოს დეჟა-ვუ მაქვს. ისტორია მეორდება: Lucid-ს Tesla-ს გულშემატკივრები უარყოფენ.  „ბენზინის ძრავების მოყვარული ბიჭები“ ახლა „Tesla-ს მოყვარული ბიჭები“ გახდნენ. მსგავსებას ვხედავ“. - ამბობს როულინსონი.

სამწუხაროა, რომ ადამიანს, რომელმაც Tesla შემქმნა, EV სამყაროს უარყოფითი მხარის დანახვა უწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები