Aa Aa
6 ივნისი 2022  |  10:15

325 კმ/სთ-იანი Citroen SM-ი Villa d’Este 2022-ზე გამოჩნდა

Citroen-ი სახელგანთქმული საავტომობილო ბრენდი თავისებური ხელისმომწერი მახასიათებლებით გახდა. კომპანია წარმადობაზე ორიენტირებულ მანქანებს მასობრივად არასდროს უშვებდა. თუმცა, არსებობს ისეთი მოდელიც, რომელიც ამ ჩარჩოებს გარეთაა. სურათებზე თქვენ 1972 წლის Citroen SM-ს ხედავთ, რომელსაც 200 მილი/საათის გადალახვა (322 კმ/სთ) შეუძლია. ეს ავტომობილი Villa d’Este-ს საავტომობილო ჩვენებაზე გამოაგორეს.

ავტომობილი სიჩქარის რბოლისთვის შექმნეს. საბუქსირედ ის სპეციალურად დამზადებული პიკაპით გადაჰყავდათ. სამწუხაროდ, ეს პიკაპი სურათებში არ ჩანს, თუმცა ფაქტი აღნიშვნად ღირდა. ეს უნიკალური სიტროენი ამერიკელი მექანიკოსის, ჯერი ჰეზევეის მიერაა შექმნილი.

SM-ი Maserati-ის მიერ წარმოებული V6-ით იყო აღჭურვილი. სტანდარტული ვერსია 200 ცხენის ძალაზე ნაკლებს გამოიმუშავებდა. თუმცა, პატივცემულმა ჰეზევეიმ აგრეგატს ორი სპეციალურად დამზადებული ტურბინა დაუმატა. შედეგად, სიმძლავრე 530 ცხენის ძალამდე გაიზარდა. ასეთი ძალით ფრანგულმა კუპემ Bonnevile Salt Flats-ზე 325 კმ/სთ განავითარა და მსოფლიოში ყველაზე სწრაფი Citroen-ი გახდა.

მანქანას გადაკეთებული აქვს ინტერიერიც. სპორტული ავტომობილისთვის უსარგებლო დეტალები ამოღებულია. მათ ნაცვლად ანატომიური სავარძლები და უსაფრთხოების კარკასია დამონტაჟებული. მოდელის უკანა მხარეს პარაშუტსაც დაინახავთ. სტანდარტული მოდელის წონა 1 500კგ იყო, მაგრამ ეს SM-ი წონაში მნიშვნელოვნად შემცირდა. ამ დეტალმა კი 200 მილი/საათიანი ბარიერის გადალახვაში დიდი როლი შეასრულა.

იმისათვის, რომ ეს მანქანა საფუძვლიანად დაათვალიეროთ და მისი V6-ის ჟღერადობა გაიგოთ, ზემოთ მიბმული ვიდეო უნდა გახსნათ.

გაზიარება: