Aa Aa
3 ივნისი 2022  |  13:31

Ferrari F40-სრული სიგიჟე ბორბლებზე

ავტომობილების წარმოება უკვე 1 საუკუნეზე მეტს ითვლის, მაგრამ ამ დროის განმავლობაში უნიკალური ავტომობილის შექმნა მხოლოდ ცოტამ თუ შეძლო. ეს პროცესი შეუქცევადია და ყოველდღიურად ელვის სისწრაფესავით ვითარდება, თუმცა ავტოენთუზიაზისტებს გვქონია იმის ბედნიერება, რასაც უნაკლო ავტომობილი ჰქვია და Ferrari F40 ამ ავტომობილების მთავარსარდალია!

1991 Ferrari F40 - 482 miles from new - Two owners from new | Classic  Driver Market

ავტოგიგანტები მუდამ ისეთი ავტომობილის შექმნას ცდილობენ, რომლების დროის მიუხედავად ყველანაირ გამოწვევას გაუძლებენ და საავტომობილო მატეანეში სამუდამოდ მოიპოვებენ საპატიო ადგილს. ეს მცდელობები ზოგი დიდი კრახით დამთავრდა, ზოგმა კი უდიდესი აღიარება მოიპოვა. „ფერარის“ წარმოების ისტორიაში კრახებს თითქმის ვერ შევხდებით, იგი თავისი მიმდევრების გაოცებას მუდამ ახერხებდა. ეს კომპანია ყოველთვის კონკურენტებისთვის სტიმულის და ახალი გამოწვევების მიმცემი იყო, ზოგიერთი მათგანი სიამაყით უმკლავდებოდა, ზოგიც კი ვერ, მაგრამ Ferrari F40-ის მსგავსი მანქანის შექმნა ვერავინ შესძლო და რაც დრო გავა ამის შესრულება კიდევ უფრო გაძნელდება.

Ferrari F40 Is Polarizing, That Hasn't Stopped Auction Fever - InsideHook

80-იანი წლების პერიოდში იდეალური „სუპერქარის“ შექმნას უამრავი ავტომწარმოებელი ცდილობდა, „ფერარიმ“ კი F40-ით ყველას საკადრისი პასუხი გასცა. 1987 წელს, როდესაც „ფერარი“ 40 წლის იუბილეს აღნიშნავდა მსოფლიომ გიჟური ავტომობილი იხილა და მას მერე მსგავსი არავის შეუქმნია. 5 წლის წარმოების პერიოდში სულ  რაღაც 1315 ერთეულმა იხილა სინათლე, ყველა მათგანს „ფერარისთვის“ დამახასიათებელი წითელი ფერი ჰქონდა, რომელიც ყველასთვის თვალშისაცემი იყო. თუმცა წარმოებული ავტომობილებიდან მხოლოდ 8 ერთეული იყო სხვა ფერის, რომელის ბრუნეის პრინცისთვის დამზადდა. ამ გამონაკლის მოდელებს ინტერიერიც უფრო დახვეწილი და შემკვეთის გემოვნებაზე იყო შექმნილი, აგრეგატების უფრო ძლიერი ჰქონდა, მაგრამ მათ შესახებ ბევრი ინფორმაცია არ არსებობს და ყველაფერი გასაიდუმლოებულია.

Ferrari F40: ecco un esemplare restaurato in Gunmetal Grey - ClubAlfa.it

სტანდარტული Ferrari F40 სხეულის დიზაინი Pininfarina-ს მიერ იყო შექმნილი, მისი ძარა კარბონისგან იყო დამზადებული, ხოლო სავალ ნაწილში უამრავ ალუმინის დეტალს შევხდებოდით. ავტომობილის სპორტული სტატუსიდან გამომდინარე ეს ყველაფერი დაბალი წონისთვის იყო გათვლილი. ავტომობილი წმინდა სისხლის სპორტული „ბოლიდი“ უნდა ყოფილიყო, შესაბამისად 1100 კილოგრამიანი F40 წონიდან და კონსტრუქციიდან გამომდინარე სასწაული და დაუვიწყარი მართვის უნარებს იძლეოდა. ბევრი მრბოლელი, რომელსაც მისი გასინჯვის პატივი ჰქონდათ, იუწყებოდნენ, რომ ეს იყო ავტომობილი, რომელსაც ყველა სხვა დანარჩენ მანქანებთან შედარებით ძალიან ნატურალური და ყოვლისშემძლე მართვა გააჩნდა. ავტომობილი ქარხნიდან Pirelli-ის საბურავებით გამოდიოდა და როგორც „პირელის“ ცნობილი დევიზი ამბობს: „ძალა არაფერია კონტროლის გარეშე“

1992 Ferrari F40

ძალას და ავტომობილის შესაძლებლობებს რაც შეეხება, ვიტყვით, რომ Ferrari F40 წარმოების პერიოდში ყველაზე ჩქარი „ფერარი“ იყო. 0-დან 100-მდე 4 წამში ჩქარდებოდა და მაქსიმალური სიჩქარის ზღვარი 324-ს აღწევდა, ეს ყველაფერი კი 80-იან წლებში წარმოუდგენელი შედეგი იყო. მთავარ აგრეგატს რაც შეეხება, 8-ცილინდრიანი ორი ტურბოს მქონე ძრავა სულ რაღაც 2.9 ლიტრი მოცულობის იყო. ეს აგრეგატი 478 ცხენისძალასა და 577 ნიუტონს გამოიმუშავებდა, 1100 კილოგრამიანი ავტომობილისთვის მსგავსი მონაცემები დაუვიწყარ აჩქარებას უზრუნველყოფდა, თუმცა მისი სარბოლო დანიშნულებიდან გამომდინარე ავტომობილის მართვა განსაკუთრებულ უნარებსა და შესაძლებლობებს მოითხოვდა. წონის უკეთესი გადანაწილებისთვის მთავარი აგრეგატები ძარის შუა ნაწილში იყო განთავსებული, ეს ყველაფერი როგორც ინერტულ მართვას, ასევე უკანა საბურავებს 577 ნიუტონის საფართან რეალიზებაში დიდად უწყობდა ხელს. ინჟინრები იმდენად ფოკუსირდნენ ავტომობილის წონაზე და სარბოლო დანიშნულებაზე, რომ ავტომობილზე ძალიან თხელი ფენა საღებავი გამოყენეს, იმდენად თხელი, რომ თუ კარგად დააკვირდებოდით, ზოგიერთ ადგილას კარბონის ბოჭკოებიც კი შესამჩნევი იყო. ავტომობილს არ ჰქონდა საჭის გამაძლიერებელი, მასში არც აუდიო სისტემისთვის იყო ადგილი, თუმცა ამ ფაქტორებს კარგი გაყიდვებისთვის ხელი არ შეუშლიათ. Ferrari F40 დაახლოვებით 400 000 დოლარი ღირდა, რაც დღევანდელ დოლართან მიმართებაში 950 000-ის უტოლდება, მიუხედავად ამისა იგი გაცილებით ბევრი გაიყიდა, ვიდრე F50 და Enzo Ferrari, მოკლედ რომ ვთქვათ, არ არსებობდა გარემოება, რომელიც მის პოტენციურ მყიდველს დააბრკოლებდა, რადგან ეს იყო ავტომობილი, რომელსაც სხვაგან ვერ ნახავდით.  მისი მომხმარებლების სია ძირითადად ორად იყოფოდა, პირველი კატეგორია იყო შეძლებული და ნამდვილი ავტოენთუზიაზისტები, ხოლო მეორე, რომელიც იგივენაირად შეძლებულები იყვნენ, მაგრამ ავტომობილის შეძენაში ძალიან დიდ ინვესტიციას ხედავდნენ და მართლებიც იყვნენ. ჯერ კიდევ წარმოებიდან სულ რაღაც 3 წელიწადში, Formula 1-ის  ბრიტანელმა მსოფლიო ჩემპიონმა და ნამდვილმა ლეგენდამ, Nigel Mansell-მა თავისი კუთვნილი F40 1 500 000  ამერიკულ დოლარად გაყიდა. ამ ავტომობილის ღირებულება, რაც დრო გადის უფრო იზრდება, რადგან იგი ბევრისთვის კვლავ ხელმიუწვდომელი რჩება და მას ანალოგი არ ჰყავს.

1989 Ferrari F40 - Curated

Ferrari F40-ის სარბოლო დანიშნულება ყველა ნიუანსში აშკარა იყო. მისი აეროდინამიკული სპოილერები დამწოლი ძალისთვის, ხოლო ავტომობილის მთლიანი ფორმა ჰაერთან ნაკლები წინაღობისთვის იყო შექმნილი, მასზე ხუმრობაც კი არსებობს, რომ თითქოს მთლიანი Ferrari F40 ერთი დიდი "სპოილერი" იყო. მისი სპარტანული ინტერიერი კიდევ ერთხელ ავტომობილის მთავარ დანიშნულებაზე მიუთითებდა. ორი სარბოლო სავარძელი და ჩამრთველების დაფა-მხოლოდ ეს ორი დეტალი იყო საჭირო.

ferrar f40 rear | | SuperCars.net

ზევით ავღნიშნეთ, რომ ავტომობილი 1987-1992 წლებში იწარმოებოდა, თუმცა ისეთი ვერსიებიც არსებობდა, რომლებიც ისედაც შეზღუდული ტირაჟით წარმოებულ „ფერარის“ კიდევ უფრო შეზღუდულს ხდიდა. იქიდან გამომდინარე, რომ F40 90-იანი წლების შუა პერიოდში არაერთ მსოფლიო მნიშვნელობის რბოლებში იღებდა მონაწილეობას, მისი სარბოლო ვერსიები 1992-1996 წლებშიც იწარმოებოდა, სულ 18 ერთეული LM-ის ვერსია და 10 ერთეულიც Competizione -ს ვერსიები. მოცემული მოდელების შექმნის პირველ ეტაპს LM ვერსია მოიცავდა. ამ მოდელს 700 ცხენისძალა ჰქონდა და 100-მდე 3 წამში ჩქარდებოდა. ეს მოდელი მწარმოებლის მიერ დამზადებული „ბოლიდი“ იყო, რომელიც „ფერარის“ გუნდის სახელით სხვადასხვა რბოლებში იღებდა მონაწილეობას. მისი პილოტები F1-ის ისეთი გამოჩენილი პილოტები იყვნენ, როგორებიც Jean Alesi და Jacques Laffite იყვნენ.

SILODROME on Instagram: “For Sale: A Ferrari F40 Engine ⚡️ See it today on  Silodrome.com ⚡️ #ebaymotors #ferrari #f40 #v8 #… | Ferrari f40, Ferrari,  Ferrari mondial

Competizione ვერსია ყველაზე ცოტა იყო წარმოებული, იგი მხოლოდ დამკვეთის სურვილის შემთხვევაში იწყობოდა და მისი დანიშნულება ყოველდღიური მოხმარების გზებზე გადაადგილება არ ყოფილა. „ფერარი“ მაშინ თანხმდებოდა შეკვეთას, თუ დამკვეთი ხელშეკრულებაში რბოლებში მონაწილეობაზე დებდა პირობას. პირველი ორი მოდელი კვლავ LM ვერსიად იყო წოდებული, ხოლო ბოლო 8 ერთეული კი Competizione-ს სახელით იწყობოდა.

The Petrolhead Corner - The Story of Mystical Ferrari F40 LM Barchetta

ენცო ფერარი, რომელიც უდიდესი გავლენის მქონე პიროვნება იყო 1988 წელს გარდაიცვალა, ამ დროისთვის Ferrari F40-ის წარმოება 1 წლის დაწყებული იყო. „კომენდატორეს“ სიკვდილმა ამ გიჟურ ავტომობილს კიდევ უფრო მეტად აუწია ფასი, რადგან ეს იყო „ფერარის ბოსის“ ბოლო ნამუშევარი. სწორედ ამ ლეგენდარული და უნიკალური ავტომობილით დაასრულა Enzo Ferrari-იმ მოღვაწეობა, ალბათ თავის წარმოსახვაში უმაღლეს მწვერვალს მიაღწია და უბრალოდ გაჩერდა. ამ ავტომობილს ყველანაირი წინაპირობა ჰქონდა, რომ უდიდესი „სუპერქარი“ ყოფილიყო, მასაც არ დაუყოვნებია და ეს შესაძლებლობა ბოლომდე გამოიყენა. რაც დრო გადის უფრო მეტად სასურველი და ძვირადღირებული ხდება. მფლობელები მას, როგორც განძს ისე უყურებენ და ცივ ნიავს არ აკარებენ, რადგან ის მართლაც უდიდესი განძია, მნიშვნელობა არ აქვს როგორ შევხედავთ, თუ გინდათ ავტომოყვარულის გადმოსახედიდან ან უბრალო ბიზნესმენის თვალით შევხედოთ.

Ferrari F40 Competizione, The Most Beautiful Car In The World. | Ferrari  f40, Ferrari, Ferrari car

ყოველთვის იარსებებენ ავტომობილები, რომლებიც ავტოსამყაროში ისტორიის ახალ ფურცლებს წერენ, ყოველთვის იქნება ავტომწარმოებელი, რომელიც ახალ რეკორდებს დააფიქსირებს, მაგრამ Ferrari F40-ის უნიკალურობას ვერავინ შეეხება, ეს ის ავტომობილია, რომელმაც ავტომობილისტები უბრალოდ ჭკუიდან გადაიყვანა და მას ანალოგი დღემდე არ გააჩნია.

გაზიარება: