Aa Aa
7 ივნისი 2022  |  10:12

1 200-ცხენისძალიანი Lamborghini Huracan-ი საბუქსირედ საუკეთესო ავტომობილია

თუ საბუქსირე ავტომობილს ეძებთ, მაშინ Lamborghini Huracan-ი ბოლო ავტომობილია, რომელიც მოგაფიქრდებათ. თუმცა, ერთ-ერთმა „იუთუბერმა“, ალექს ქოიმ აღმოაჩინა, რომ Huracan-ი ამ საქმისთვისაა შექმნილი.

თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ ქოის Lambo-ს ქარხნულისგან ბევრი რამ განასხვავებს. მეტიც, ეს ერთ-ერთი საფუძვლიანად მოდიფიცირებული ეგზემპლარია, რომელსაც ინტერნეტში გადააწყდებით. მანქანა Huracan GT3 სარბოლო მოდელის კორპუსის ნაწილებითაა აღჭურვილი. ძალზედ საკვირველია, რომ ამ ავტომობილით ქუჩაში გადაადგილება დაშვებულია. ყველაზე დიდი გაუმჯობესება ძალოვან აგრეგატს ჩაუტარეს. ორი ტურბინის დამატების შემდეგ ამ Super Trofeo Evo-ს სიმძლავრე 1 250 ცხენის ძალას აჭარბებს. მფლობელის სურვილით სრული ამძრავი სისტემა მხოლოდ უკანა წამყვანით ჩანაცვლდა.

უამრავი ვიდეოს გადაღების, საბურავების დაწვისა და კონკურენტების დაჩაგვრის შემდეგ ალექსმა მოიწყინა და გადაწყვიტა რაიმე ახალი ეცადა. სწორედ ამ დროს შეიპყრო ის Huracan-ის საბუქსირე ავტომობილად გამოყენების იდეამ.

ამ საქმისთვის მან 6 800კგ გამძლეობის მქონე კაუჭის ქირაობა გადაწყვიტა. თუმცა, კომპანიამ ალექსს ის ვერ მიაქირავა. მათ ბაზაში Huracan-ი საბუქსირე ავტომობილად არ იყო დაფიქსირებული. თუმცა, ქოიმ ამის გაკეთება მოტყუებით მაინც შეძლო. მან თავის მეგობარს დაურეკა, რომელიც ადგილზე პიკაპით რამდენიმე წუთში გაჩნდა.

საბოლოოდ „იუთუბერმა“ თავისი გეგმები შეასრულა. ის ვიდეოში სხვადასხვა მანქანებს 104 კმ/სთ-ით მიათრევს. ეს ყველაფერი კი პრობლემებისა და ხარვეზების გარეშე. ამ უცნაურობის სანახავად ზემოთ მიბმული ვიდეო უნდა გახსნათ, რომელშიც უფრო მეტს გაიგებთ.

გაზიარება: