Aa Aa
8 ივნისი 2022  |  10:08

უიშვიათესი McLaren Sabre აუქციონზე გაიყიდება

2020 წელს McLaren-მა შეზღუდული გამოშვების სუპერქარი ააწყო, რომელსაც Sabre ჰქვია.

კორონავირუსის პანდემიის გამო, McLaren Sabre-მ დამსახურებული ყურადღება ვერ მიიპყრო. Sabre მხოლოდ 15 ეგზემპლარად აიწყო და თანაც ექსკლუზიურად ამერიკის შეერთებული შტატების ბაზრისთვის.

ყველა ეგზემპლარი აწყობამდე გაიყიდა. თუმცა, ამ ავტომობილის შეძენის შესაძლებლობა მდიდარ მსურველებს კიდევ ერთხელ ეძლევათ. 15-დან მეთერთმეტე ეგზემპლარი Mecum-ის აუქციონზე იყიდება.

ოდომეტრი მხოლოდ 160კმ-ს უჩვენებს. ამ ავტომობილს ფერების პალიტრა სამი ფერისგან შედგება: ვერცხლიფერი, შავი და ნარიჯისფერი. ნარინჯისფერი აქცენტები სალონშიც გრძელდება.

Sabre McLaren Senna-ს მონათესავე ავტომობილია. თუმცა, მას უნიკალური კორპუსი და უფრო მეტი ცხენის ძალა აქვს. მისი 4.0-ლიტრიანი ტვინ ტურბოდაბერვის V8 ძრავა 824 ცხენის ძალას გამოიმუშავებს (Senna-ს 789 ცხენის ძალა აქვს). მაქსიმალური სიჩქარე - 350კმ/სთ.

Sabre-ს მყიდველები ავტომობილის განვითარების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები. McLaren-ი მათ პროტოტიპების შესამოწმებლად პატიჟებდა.

აუქციონი 18-20 აგვისტოს გაიმართება. რამდენად აფასებს აუქციონი ამ ავტომობილს ჯერ არ ვიცით. თუმცა, მისი ფასი $3 მილიონზე მეტი უნდა იყოს. შედარებისთვის, იშვიათი McLaren Speedtail-ი აუქიონზე იანვარში $3.3 მილიონად გაიყიდა.

გაზიარება: