Aa Aa
8 ივნისი 2022  |  09:39

C8 Corvette-სთვის ღრმა წყალი დაბრკოლება არაა

ამფიბია C8...

შუაძრავიანმა განლაგებამ C8 Chevrolet Corvette Stingray ევროპული სუპერქარების კონკურენტად აქცია. გარდა ამისა, როგორც ჩანს, ასეთი განლაგება ღრმა წყალშიც გამოსადეგია.

ინტერნეტში რამდენიმე ვიდეო გამოქვეყნდა, რომელშიც ჩანს, როგორ გადაადგილდება C8 Corvette მაიამის დატბორილ ქუჩაში. თანაც დავალებას საკმაოდ კარგად უმკლავდება. იმდენად კარგად, რომ საკუთარი თვალით ნახვის გარეშე დაუჯერებელია.

ვიდეოებში ჩანს, როგორ ფარავს ავტომობილის კაპოტს წყალი. შხეფები საქარე მინაზე ესხმება. მომსწრეები თვალებს არ უჯერებენ.

მიუხედავად ღრმა წყლისა, Corvette საკმარისად მაღალ სიჩქარეზე გადაადგილდება იმისთვის, რომ წყალი საჰაეროებში არ შევიდეს და 6.2-ლიტრიანი V8 ძრავა არ დააზიანოს.  

ერთი შეხედვით, ავტომობილი წყალს უპრობლემოდ გაუმკლავდა, თუმცა, საეჭვოა, სალონში წყალი არ შესულიყო. სავარაუდოდ, ბარგის განყოფილებაც წყლით აივსო. მაღალი შანსია იმისა, რომ წყალმა სპორტულ ავტომობილში საშინელი სუნი დატოვა.

გაზიარება: