Aa Aa
11 ივნისი 2022  |  11:47

BMW-ს ახალი მოტოციკლი ხელოვნების ნამდვილი ნიმუშია

2022 წლის Top Marques-ის ღონისძიება მონაკოში ჩატარდა, სადაც BMW-მ ჩოპერის სტილის სპეციალური შეკვეთით დამზადებული მოტოციკლი გამოაჩინა. Radikal Chopper-თან კოლაბორაციით შექმნილი ერთი გამოშვების R 18 Magnifica თითქმის სრულად ხელნაკეთია. მასში როგორც ახალი, ისე ძველი სტილის დიზაინერული შტრიხებია ჩადებული. მისი შემქმნელი ანდრეა რადაელი გახლავთ.

Top Maqsues Monaco-ს ღონისძიებაზე ძალზედ ძვირადღირებული და მდიდრული საგნები იყო გამოფენილი. მათში R 18 Magnifica უბრალოდ ბრწყინავდა. მის შესაქმნელად მაჰოგანი, თითბერი, ალუმინი და სხვა ძვირადღირებული მასალებია გამოყენებული. ძარა სპეციალურად მხოლოდ ამ მოდელისთვის დაამზადეს.



რადაელის მიზანი BMW-ს ძველი მოტოციკლების სტილის გაცოცხლება იყო. მან დიზაინერული შტრიხები 1920-იანი, 30-იანი და 40-იანი წლებიდან აიღო. საბოლოოდ, დიზაინერზე ვინტაჟურმა სტილმა დიდი გავლენა იქონია. მისი თქმით კლასიკური R 37 ეპოქის მოტოციკლებს განსაკუთრებული შარმი და მიმზიდველობა ჰქონდა. თანამედროვე მოტოციკლები კი ასეთ ვიზუალს ვერ გვთავაზობს.



ის, რაც ამ მოტოში ხელით არ არის დამუშავებული ალუმინის დისკებია. თუმცა, ამ დეტალსაც ხელნაკეთის გარეგნობა მისცეს. სპეციალური შეკვეთით დაამზადეს სამუხრუჭე დისკებიცა და სუპორტებიც. ორიგინალი მოტოსგან ეს R 18 უფრო მსუბუქიც გახლავთ. მისი წონა 250კგ-ს შეადგენს. შექმნის პროცესში მოდელი 100კგ-ით შეამსუბუქეს.

CrystalAuto-ს პორტალზე მოტოციკლებს მცირე დროსა და ყურადღებას ვუთმობთ, თუმცა, როცა ვუთმობთ, ნამდვილად განსაკუთრებულ მოდელებს განვიხილავთ.

გაზიარება: