Aa Aa
11 ივნისი 2022  |  11:20

ევროკავშირმა 2035 წლიდან შიგაწვის ძრავის მქონე მანქანების გაყიდვა აკრძალა

ევროპაში შიგაწვისძრავიანი მანქანების გადაშენებამდე ერთ ნაბიჯია დარჩენილი.

2021 წლის ივლისში European Commission-მა ოფიციალური გეგმა გამოაქვეყნა. მოხსენებაში განახლებადი ენერგიის, აღდგენადი შენობებისა და შიგაწვის ძრავების აკრძალვა იყო ნახსენები. ეს ყველაფერი 2035 წელს შევა ძალაში. მას შემდეგ ეს მწვანე სტრატეგია ფართო განხილვის საგანს წარმოადგენდა. ამ ინიციატივით ბევრი გიგანტი კომპანია უკმაყოფილო დარჩა. მიუხედავად ამისა, კვირის დასაწყისში ევროკავშირის კანონმდებლებმა გადაწყვეტილება მიიღეს, რის მიხედვითაც შიგაწვის ძრავის მქონე მანქანების გაყიდვა მომავალ ათწლეულში შეწყდება.

ახალი კანონმდებლობის დეტალები სახელმწიფოებს შორის წლის ბოლოს განიხილება. გადაწყვეტილების მიზანია, რომ 2035 წლისთვის ავტომწარმოებლებმა C02-ით ჰაერის დაბინძურება 100%-ით შეამცირონ. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ბენზინის, დიზელისა და ჰიბრიდულ აგრეგატებზე მომუშავე მანქანები აღარ გაიყიდება. ასევე, მნიშვნელოვანია ვთვათ, რომ უკვე არსებული ავტომობილებით გადაადგილება არ იკრძალება.

შესაბამისად, ეს ევროპაში შიგაწვისძრავიანი ავტოპარკის ეფექტურ ჩანაცვლებას არ გამოიწვევს. ასეთი მანქანების აკრძალვა, ამ ეტაპისთვის, არარეალურია. გარემოზე ზრუნვისთვის კი წამყვანი ქვეყნების ლიდერები სინთეტიკურ საწვავის გამოყენებაზე ალაპარაკდნენ.

ევროკავშირის ქვეყნებში CO2-ით დაბინძურების მეოთხედი ტრანსპორტის სექტორზე მოდის. მათგან 12%-ს კი სამგზავრო ტრანსპორტი გამოყოფს. ახალი შეთანხმების მიხედვით, 2030 წლწელს გამოსული მანქანები, 2021 წლის მოდელებთან შედარებით, 55%-ით ნაკლებ CO2-ს უნდა გამოყოფდნენ. ეს ნიშნავს, რომ ჰიბრიდული მანქანები კიდევ უფრო მასობრივად გამოვა, ხოლო შიგაწვის ძრავის მოცულობა უფრო შემცირდება.

რას ფიქრობთ ასეთ მომავალზე? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: