ტურისტმა ნაქირავები Hyundai Creta თითქმის ჩაძირა
Aa
Aa

ტურისტმა ნაქირავები Hyundai Creta თითქმის ჩაძირა

გართობა, რომელიც ტურისტს ძვირად დაუჯდა.

სანაპიროზე სუვის მართვა სახალისოა, თუმცა, უსაფრთხოების ნორმების დაცვა ყოველთვის და ყველგან საჭიროა. ტურისტმა ინდოეთში გოაში უსაფრთხოების ელემენტარული ნორმები არ დაიცვა და ნაქირავები Hyundai Creta კინაღამ ჩაძირა.

სანაპიროზე სადაც ინციდენტი მოხდა, ძლიერი ქარის დროს ავტომობილის მართვა აკრძალულია. ტურისტი წინაწამყვან Hyunda-ს სველ ქვიშაზე მართავს და სანაპიროს ზედმეტად უახლოვდება. ბოლოს კი ქვიშაში იჭედება.

კაპოტი ქვიშაში ღრმად ერჭობა. ტალღები ავტომობილს ეჯახება. მოგვიანებით გადაღებულ ვიდეოებში კი ყველაფერი უფრო ცუდადაა. ავტომობილი უკვე ნახევრად წყლით დაფარულია.

ტურისტი კანონის დარღვევისთვის დააპატიმრეს. კომპანიისთვის კი მოუწევს ახსნა, როგორ აღმოჩნდა მათი უახლესი Hyundai Creta თევზის როლში. ადგილობრივების თქმით, კროსოვერი პოლიციამ წაიყვანა. უცნობია, როგორ შეძლეს წყლიდან ამოყვანა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ტურისტს სანაპიროზე მართვის გამო აპატიმრებენ. ბოლო დროს დააკავეს კაცი, რომელიც Maruti Suzuki Swift-ს ერთ-ერთ სანაპიროზე მართავდა. კიდევ ერთი კაცი ამას Hyundai i20-ით აკეთებდა. ორივე შემთხვევაში ავტომობილი ნაქირავები იყო.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები