Aa Aa
1 ივლისი 2022  |  09:29

285კმ/სთ-ის განვითარების გამო Porsche-ს მძღოლი ციხეში ჩასვეს

ესპანეთის Guardia Civil-მა საინტერესო ვიდეო გაავრცელა. კადრებში ჩანს, თუ როგორ აკვირდება პოლიციის ვერტმფრენი მადრიდთან ახლოს არსებულ საავტომობილო ნაკადს.

მალე მათი ყურადღება Porsche 911-მა მიიპყრო. ირლანდიელი მძღოლი ავტობანზე, სადაც მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე 120კმ/სთ-ია, 285კმ/სთ-ით გადაადგილდებოდა. ასევე, სხვა მონაკვეთზე კამერებმა 224კმ/სთ დააფიქსირეს.

მადრიდისკენ მიმავალი „შუმახერი“ პოლიციამ გააჩერა. მას უთხრეს, რომ ესპანეთში სიჩქარის 80კმ/სთ-ით გადაჭარბება თავისუფლების აღკვეთით ისჯებოდა. დიახ, ესპანური კანონების მიხედვით ამ ადამიანს ახლა ციხეში 6 თვის გატარება, ჯარიმის გადახდა, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოს შესრულება მოუწევს. კანონის ფარგლებში ასეთი მძღოლები მართვის მოწმობას 4 წლითაც კარგავენ.

მონაკვეთზე, სადაც 911-ის მძღოლი სიჩქარეს მნიშვნელოვნად აჭარბებდა 2022 წელს უკვე 28 ავტოსაგზაო მოხდა. აქედან 2 ფატალურად დასრულდა, ხოლო 11 ჯანმრთელობის სერიოზული დაზიანებით.

რატომ აჭარბებდა ირლანდიელი მძღოლი სიჩქარეს ასე - არ ვიცით. თუმცა, ესპანეთის პოლიციას ძალზედ საინტერესო მიზეზები აქვს მოსმენილი. მაგალითად, წლის დასაწყისში იტალიის მოქალაქე 190კმ/სთ-ით გადაადგილდებოდა იქ, სადაც შეზღუდვა 120კმ/სთ-ზე იყო დაწესებული. მისი პასუხი? ფრენაზე აგვიანდებოდა. ასეთი მკაცრი სასჯელის გამო ფრენაზე დაგვიანება და ხელახლა დაჯავშნა ნამდვილად უკეთესი იდეა უნდა იყოს.

გაზიარება: