Aa Aa
30 ივნისი 2022  |  09:20

MINI USA მომხმარებელს მანქანის მიწოდებამდე უზარმაზარ ასაწყობ სურათს უგზავნის

აშშ-ში MINI-ის საინტერესო ინიციატივა აქვს. ისინი მომხმარებელს ავტომობილის შეკვეთის ლოდინის ფაზას უზარმაზარი ასაწყობი სურათის გაგზავნით შეუმსუბუქებენ. ე.წ. „ფაზლი“ იმდენად დიდი ზომის გახლავთ, რომ მისი ჩვეულებრივ მაღაზიებში შეძენა შეუძლებელია. ფაქტობრივად, სურათის აწყობის შემდეგ მანქანა ნამდვილი Mini-ს ზომისაა. 

კომპანიის მიერ ასეთი გადაწყვეტილების მიღება ავტომობილების შეკვეთის შემდეგ მიწოდების დიდ დროს უკავშირდება. ეს პრობლემა თითქმის ყველა მწარმოებელს აქვს. თუმცა, Mini ნაწილების ნაკლებობით ყველაზე მეტად ზარალდება. მაგალითისთვის, მიწოდების ჯაჭვის არევის გამო, მწარმოებელს მექანიკური ტრანსმისიების მქონე მოდელების გამოშვების შეჩერებაც მოუწია. 

„იმისათვის, რომ გაზრდილ მოთხოვნას ვუპასუხოთ, პროდუქციის შეთავაზების გამარტივება მოგვიწია,“ - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი. „ამ ნაბიჯით წარმოების სტაბილურობას ყველაზე ეფექტურად მინარჩუნებთ,“ - დაამატა მან. 

„ავტომობილის ზომის ასაწყობ სურათს ის მომხმარებლები მიიღებენ, რომლებსაც გამორჩეული და განსხვავებული ავტომობილი აქვთ შეკვეთილი. ადამიანები ვინც არასტანდარტულად დიდ „ფაზლს“ მიიღებენ, შემთხვევითობის პრინციპით შეარჩევენ. 

სამწუხაროდ, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პრობლემები ავტოინდუსტრიას ჯერ კიდევ აწუხებს. ჩიპების დეფიციტმა და მიწოდების ჯაჭვის დარღვევამ უამრავ მწარმოებელს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. ახალი ავტომობილების შეცოტავებამ კი მოთხოვნა მეორეული მანქანების ბაზარზე გაზარდა. შედეგად, რიგ ქვეყნებში ავტოპარკის დაძველებაც შეინიშნება. 

იმედია, Mini-ს ეს სახალისო წამოწყება ახლა უფრო გასაგებია. იქამდე, სანამ მფლობელები ავტომობილს მიღებას შეძლებენ, მათ თავიანთი „მინის“ აწყობა მოუწევთ. ამასობაში კი ქარხანა მათ მანქანას დაამზადებს. 

გაზიარება: