Aa Aa
1 ივლისი 2022  |  15:10

ტოპ 7 შეუსაბამო სპორტული დეტალი ავტომობილზე

ავტომობილის ტიუნინგი დელიკატური საკითხია და, როგორც წესი, მდიდარ გემოვნებას და ინდივიდუალურობას ხაზს უნდა უსვამდეს. ყველა საქმეს თავისი ცუდი მხარეც აქვს. შესაბამისად, ამ სფეროშიც ზედმეტობას ხშირად ვაწყდებით, რომელიც ტიუნინგს ხიბლს უკარგავს და მისი არასწორი გამოვლინებაა.

ავტომოყვარულების თითქმის მთლიანი ნაწილი ტიუნინგს უდიდეს პატივს სცემს, მაგრამ რამდენადაც ხარისხიანი მოსწონთ, იმდენად არ აღიარებენ უხარისხო და შეუსაბამო ტიუნინგს. დღეს ჩვენი სტატია სწორედ უხარისხო და გადამეტებულ ტიუნინგს შეეხება და ვეცდებით, დაგანახოთ ხელოვნების შეუსაბამო მხარე, როდესაც იგი რაიმეს იმეორებს ან არაპროფესიონალის ხელით სრულდება.

დიდი სპოილერი

Japanese Sources Claim That Mitsubishi Will Revive the Lancer Evolution -  autoevolution

ამ დეტალის ისტორია ავტოსპორტიდან იღებს სათავეს და მისი დანიშნულება ავტომობილის ძარაზე ჰაერის ნაკადით ზემოქმედებაა, რაც მაღალ სიჩქარეზე გზის საფართან მოჭიდებას უწყობს ხელს. თავდაპირველად, სპოილერები მხოლოდ სპორტულ ავტომობილებს ჰქონდათ, თუმცა მისმა დადებითმა მხარემ ჩვეულებრივ ავტომობილებშიც თავი იჩინა და თანამედროვე ავტოწარმოებაში თითქმის არ არსებობს ავტომობილი, რომელსაც მცირე ზომის სპოილერი არ უყენია. ამ დეტალის მეშვეობით არამხოლოდ მოჭიდება იზრდება, აგრეთვე ჰაერთან წინაღობა საგრძნობლად იკლებს, რაც საწვავის ნაკლებ მოხმარებასაც უწყობს ხელს და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კარგი სპოილერი ძალიან ალამაზებს ავტომობილს.

სპოილერის სწორედ გამოყენება მხოლოდ ავტოინჟინრების კომპეტენციაა, რადგან არასწორი ზომებით და ფორმებით შერჩეულმა სპოილერმა, რომელსაც შესაბამისი ლოკაცია სჭირდება ძარაზე, შეიძლება უკურეაქცია გამოიწვიოს და ზევით ჩამოთვლილი მახასიათებლები საერთოდ დაიკარგოს. სწორედ ამიტომ, ხელნაკეთი სპოილერების დაყენება თვალის ზომით არ არის გამართლებული, მით უმეტეს, როცა აღნიშნული დეტალი იმდენად შეუსაბამოა ავტომობილის ფორმებთან, რომ საერთოდ ამახინჯებს მას. გემოვნება გასაგებია, მაგრამ ჩვენ რომ გემოვნებიანი ავტომოყვარულები ვართ, სწორედ ამიტომ არ მოგვწონს უგემოვნო „მიშენებები“ ავტომობილებზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ავტომობილი შეიძლება იყოს Hyundai Accent, VW Jetta ან რაიმე მსგავსი მოდელი, რომელსაც დისკების მაგივრად პლასტმასის ხუფები უყენია და ამორტიზატორებზე რეზინები აქვს დადებული, რომ ცხვირი მაღლა ჰქონდეს. ამ ყველაფერს Mitsubishi Lancer EVO 6-ზე ვერ ვიტყვით, რადგან ის და მისნაირი ავტომობილები უბრალოდ შედევრებია.

motoryzacja #e36 #tuning #bmw W skali... - asffaf - Wykop.pl

ორი ზოლი ძრავის ძარაზე

Gone In 60 Seconds' Eleanor Mustang Sells For $852K | Motorious

ეს გაფორმება ამერიკაში წარმოიშვა და მალევე მთელს მსოფლიოში გავრცელდა. ავტომოყვარულების საყვარელი ფილმის, „გატაცება 60 წამში“-ის ნახვის შემდეგ ამ ზოლების ტენდენცია საქართველოში გაორმაგდა. Shelby GT 500-ს ძალიან უხდებოდა, მაგრამ 1.2-ლიტრიან Nissan March-ზე იგივე დატვირთვა და ხიბლი როგორ შეიძლება რომ ჰქონდეს?! ეს ზოლები თქვენს ავტომობილს სპორტულად ვერ აქცევს, რეგულარული ავტომობილი ამ ზოლების გარეშე გაცილებით კარგად გამოიყურება და შესაბამისობაშია თავის თავთან, ვიდრე 90-იანების მომაკვდავი წითელი Opel Calibra, რომელსაც გაზის აპარატურის გაუმართაობის გამო დაბალ ბრუნვებზე „პერებოი“ აქვს. წვეულებისთვის განკუთვნილი ლამაზი კაბა არ შეიძლება, რომ მერლინ მონროს და ჟერარდ დეპარდიეს ერთნაირად უხდებოდეს.

Фотообои Hyundai Tiburon - 2 - Фото - Hyundai Club

სპორტული სტიკერები

Sports Mind Car Covers Stickers Decal Car Styling For TOYOTA PRIUS exterior  accessories|sports mind|for toyotacar stickers decals - AliExpress

ტიუნინგის სამყაროში ხშირია შესაბამისი წარწერები. ამით კომპანია თავისი ბრენდის პოპულარიზაციას და ინდივიდუალობას გამოხატავს. დაგვეთანხმებით, რომ Brabus-ის ნებისმიერ მოდელს, ან AC Schnitzer-ის მოდელებს შესაბამისი სტიკერები ძალიან ამშვენებს, თუმცა Toyota Prius-ის კაპოტზე, მარცხენა მხარეს Sports Mind-ის წარწერა, მაშინ, როდესაც ამ ავტომობილის მძღოლების უმრავლესობას საწვავის მაჩვენებელთა დაფაზე აქვთ მთელი ყურადღება მიპყრობილი, ცოტა შეუსაბამოდ ჩანს. Bmw-ზეც ბევრი მსგავსი შემთხვევა შეგვიძლია მოვიყვანოთ, მაგალითად, როდესაც 316 მოდელს M Power აწერია. გასაგებია, რომ M Power-ის მოდელი ყველას გვიყვარს, მაგრამ რა სიყვარული გამოდის თუ ამით მას ვაკნინებთ?!

დიდი ბამპერები

BMW E34 von Uwe525i - Tuning Community geileKarre.de

სტანდარტულ მოდელებთან შედარებით სპორტულ ვერსიებს დიდი ზომის ბამპერები ახასიათებთ. ეს ყველაფერი აეროდინამიკის გაუმჯობესებას ემსახურება. რაც დაბალი და მეტად დახურულია ბამპერი, მით უფრო მეტ ჰაერს ისხლეტს ძარისგან. ნებისმიერი მსგავსი ცვლილება ავტომობილში გონივრულ სტანდარტებში უნდა ჯდებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში არაპროპორციულ ვიზუალს მივიღებთ. ძველი კუთხოვანი ფორმების მქონე მოდელზე ახალი მოდელის სპორტული ბამპერების დაყენების მცდელობა იმ მიზნით, რომ უკეთესი და თანამედროვე ვიზუალი მივიღოთ, დიდი შეცდომაა. ძველი ბერძნული მითოლოგიიდან კენტავრი ყველამ ვიცით, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის დაკუნთული ტანი ჰქონდა უბრალო ცხენი მაინც უკეთ გამოიყურებოდა. ავტომობილის ნებისმიერ ასპექტში პროპორციის დაცვა აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში ტიუნინგის შავ-ბნელ მხარეს ვიღებთ.

ყალბი საჰაეროები

სპორტული ავტომობილისთვის გაგრილება ერთერთი უმნიშვნელოვანესი საჭიროებაა. შესაბამისად, სპორტული მოდელებზე ისეთ ადგილებში, როგორიცაა კაპოტი, ფრთები და ბამპერები მსგავს საჰაეროებს ხშირად ვნახავთ. მათი დანიშნულება ჰაერის ნაკადის შეგროვება და ძრავაში ან სამუხრუჭე სისტემაში მიმართვა, ან ძრავის განყოფილებაში დაგროვებული ცხელი ჰაერის გარეთ გამოდევნებაა. იმ ადგილზე, სადაც ეს საჰაეროა განთავსებული, კაპოტი ღია უნდა იყოს, შესაბამისად ფრთაც, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი საჰაერო, რომელსაც მეორე მხარე ღია არ აქვს ავტომობილის აეროდინამიკისთვის შემაბრკოლებელი ბერკეტი უფრო გამოდის, ვიდრე რაიმე სპორტული დეტალი.

მაყუჩის ბუტაფორია

Say Hello To 'My' New Audi S6 (Yes, The One With The Fake Exhaust Tips)

სპორტული მაყუჩის სისტემას შესაბამის ავტომობილში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მაყუჩის დაბოლოება ყველაზე ხშირ შემთხვევაში ავტომობილის უკანა მხარეს, ბამპერის დაბლაა განთავსებული. დროთა განმავლობაში მეტალის ეს დეტალი დიზაინის კომპონენტად გადაიქცა და მისი დანიშნულება ავტომობილის გალამაზებაც არის. თანამედროვე ავტომობილებს უკანა ბამპერის ქვედა ნაწილი ისე აქვთ შესისხლხორცებული გამონაბოლქვის სისტემასთან, რომ ერთიანობაში ლამაზი ვიზუალი იქმნება. სამწუხაროდ აქაც ვაწყდებით ისეთ ანომალიას, რომელსაც მაყუჩის ბუტაფორია ჰქვია, არანაირი ლამაზი და სპორტული გამონაბოლქვის სისტემა, საქმე გვაქვს სიცრუესთან, რომელიც ავტომობილის „მაგრობას“ ნამდვილად არ ასახავს. აგრეთვე არსებობს ოდნავ განსხვავებული შემთხვევაც, მაგალითად, BMW E39 M5-ს სტანდარტულ მოდელთან განსხვავებით უკან მაყუჩის 4 განიერი დაბოლოება აქვს, რადგან მისი ძრავის პოტენციალის ბოლომდე გამოსაჩენად შესაბამისი გამონაბოლქვის სისტემა არის საჭირო. მას არაამქვეყნიური ხმა აქვს და დიზაინშიც კარგად არის შეხამებული. ეს რაც M5-ს შეეხება, ხოლო BMW 525-ს ბუტაფორიული დამატებითი დაბოლოებებით და, დიდი ხმის გამო, მაყუჩის ძალით გაჭრით M5-ს ვერ ვაზიარებთ. 

წითელი მუხრუჭები

Brakes: what's the difference between discs and drums? | OpenRoad Auto Group

ეს ფერი სპორტული ავტომობილისთვის მეტად დამახასიათებელია და მის ხასიათს ხაზს უსვამს. უამრავ სპორტულ მოდელს ამოსაცნობათ წითელი ლოგოები, წითელი წარწერები და სხვა ნებისმიერი დეტალიც კი შეიძლება იგივე ფერში ჰქონდეს, რადგან ეს ფერი ყოველთვის სპორტულობასთან ასოცირდებოდა. წითლად შეღებილი სამუხრუჭე სისტემის დეტალები Brembo-ს ბრალია! ეს კომპანია სპორტული ავტომობილებისთვის განკუთვნილ სამუხრუჭე სისტემებს ამზადებს და მსოფლიოში ერთერთი საუკეთესოა. წითელი ფერი კომპანიამ თავიდანვე სავიზიტო ბარათად აქცია, რაც შემდეგ ბევრმა კომპანიამაც თავის წარმოებაშიც გადაიტანა. სპორტულ დისკში წითელი ფერის Brembo, ან Porsche-ს რომელიმე მოდელის დისკში იგივე ფერის სამუხრუჭე სისტემა ნამდვილად მიმზიდველად გამოიყურება, მითუმეტეს, თუ ამ ყველაფერს შესაბამისი ზომის სამუხრუჭე დისკი ამშვენებს, მაგრამ Honda Civic-ის პატარა სამუხრუჭე სისტემაში, იაფფასიანი არაცეცხლგამძლე საღებავით შეღებილი დეტალები იგივე ეფექტს ვერ დატოვებს, რასაც ზევით ჩამოთვლილი კომპანიები აღწევენ. ეს ყველაფერი განსაკუთრებით მაშინ გადადის ანომალიაში, როდესაც უკანა ე.წ. „ბარაბნები“ იგივე ფერშია შეღებილი.

white audi red calipers for Sale OFF 75%

სპორტული ავტომობილისკენ ავტომოყვარულის დაუოკებელი ლტოლვა ნამდვილად გასაგებია. უბრალოდ ყველაფერში „ოქროს შუალედის“ დაჭერა სჯობს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საქმე ავტომობილის ტიუნინგს ეხება. ხშირ შემთხვევაში მინიმალიზმი საუკეთესო გამოსავალია, რასაც გამოცდილი ტიუნინგ კომპანიები უკვე დიდი ხანია მიმართავენ.

გაზიარება: