Aa Aa
7 ივლისი 2022  |  09:34

სპეციალურად დამზადებული მანქანა ავიაგამანადგურებლის ნაწილებით

მეორეული ავტომობილების ბაზარზე ხშირად ისეთ ავტომობილებს გადააწყდებით, რომელთა ფასი მოსალოდნელზე ბევრად მაღალია. დღეს სარფიანი წინადადებისა და განცხადების პოვნა ძალზედ რთულია. სურათზე კი ასეთ გამონაკლისს ხედავთ. ის F4 Phantom-ის ნაწილებითაა წარმოდგენილი და კომპრესორიანი V8 ძრავა აქვს.

ეს ავტომობილი სპეციალურად სატელევიზიო შოუ Monster Garage-ისთვის შეიქმნა, რომელიც Discovery Channel-ზე გადიოდა. ჯესი ჯეიმსი, West Coast Choppers-ის მფლობელი და შოუს წამყვანი, ერთ-ერთი ის ადამიანია, რომელმაც ამ ხელოვნების ნიმუშის შექმნაში წვლილი შეიტანა.

განსხვავებით სხვა სპეციალურად შექმნილი მანქანებისა ეს ავიაავტომობილი ულამაზესი გახლავთ.




ყველაზე უცნაური და საინტერესო დეტალი აგრეგატის ადგილმდებარეობაა. Chevy-ს კომპრესორიანი 8.2-ლიტრიანი V8 მძღოლი უკანაა განთავსებული. სიმძლავრე 2-სიჩქარიანი ავტომატური კოლოფით უკანა ღერძზე ნაწილდება. Dutchman-ის ხიდები, Frankland-ის სწრაფად შეცვლადი უკანა პანელებითა და სამნაწილიანი Aluma Star Weld Racing-ის ბორბლებით სიმძლავრის ასფალტზე დატანის პრობლემა საერთოდ არ არის.

თვითმფრინავის საწვავის რეზერვუარის ფორმის კორპუსი ფოლადის მილებისგან აწყობილ ჩარჩოზეა დამაგრებული. სალონში სრულად ინტეგრირებული უსაფრთხოების კარკასი და Kirkey Deluxe-ის ალუმინის ანატომიური სავარძელია დამონტაჟებული. ცხვირიდან კუდამდე ეს მანქანა მაღალი სიჩქარის გარბენებისთვისაა შექმნილი. უსაფრთხოდ დასამუხრუჭებლად კი პარაშუტიც აქვს.




კორპუსის გაპრიალების შემდგომ პროექტზე მომუშავე გუნდმა მანქანა სპონსორების გამოსახულებებით გააფორმა, რაშიც Monster Garage-იცა და West Coast Choppers-იც შედის. ალბათ, არ გაგიკვირდებათ, რომ ეს მანქანა ქუჩებისთვის ლეგალური არ არის. ის ახლახან ვიღაცამ 28 000$-ად შეიძინა. ასეთი პროექტის ასეთ ფასად ხელში ჩაგდება კი ბევრ ადამიანს შეშურდება.

გაზიარება: