პოლიციამ Mustang-ის მძღოლი მას შემდეგ გააჩერა, რაც დრიფტის მცდელობა წარუმატებლად დასრულდა
Mustang-ი ისევ ფორმაშია.
ყველამ ვიცით, რომ Ford Mustang-ის მძღოლების შეკრება კარგად არ სრულდება ხოლმე. უკვე დათვლაც კი გვიჭირს მერამდენე სტატიას ვწერთ მოცურებულ Mustang-ზე.
ეს ვიდეო Reddit-ზე გამოქვეყნდა. ვიდეოში ჯერ თეთრი Mustang-ი ჩანს, რომელიც შეხვედრას სანახაობრივად ტოვებს და პონი ქარს შესანიშნავად უმკლავდება. რატომღაც წითელმა Mustang-მა გადაწყვიტა მიებაძა. სამწუხაროდ, მისი შესაძლებლობები საკმარისად კარგი არ აღმოჩნდა.
თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა. ბოლოს კი V8-ძრავიანმა მასლქარმა კუდი გაიქნია. მანქანა ცურდება და მძღოლი მუხრუჭებს აჭერს. მარცხნივ ვარდება და გზის გამყოფ ბალახზე ჩერდება.
მძღოლისთვის საბედნიეროდ, ავტომობილი მყარ ბარიერს არ შეჯახებია და დაზიანებას გადაურჩა. თუმცა, არ გაუმართლა იმაში, რომ ამ ყველაფერს პოლიცია შეესწრო.
თუ ვიდეოს ყურადღებით უყურებთ, დაინახავთ, რომ პოლიცია გზის მეორე მხარეს, საპირისპირო მიმართულებიდან მოდის. იმ დროს, როცა Ford-მა მოცურება დაიწყო, პოლიციამ ხმოვანი სიგნალები ჩართო და მობრუნდა. მალევე Mustang-თან გაჩნდა.
უცნობია, მოუწევს თუ არა მძღოლს სასამართლოში გამოცხადება. ერთი რამ კი ცხადია: მას ეს გაკვეთილი არასდროს დაავიწყდება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს