Aa Aa
10 ივლისი 2022  |  11:07

23 წლის Lexus LS400, 230 000-იანი გარბენით, ახალივით გამოიყურება

1989 წელს, Lexus LS-ის გამოსვლამ თამაშის წესები შეცვალა. ამ მანქანამ აჩვენა, რომ გერმანია ერთადერთი ქვეყანა არ იყო, სადაც საუკეთესო ბიზნესსედანები იქმნებოდა. ეს ყველაფერი არ არის. გადის 23 წელი და ეს 1999 წლის Lexus LS400, 230 000კმ-იანი გარბენით თავის რეპუტაციას ინარჩუნებს. ეს მანქანა დღესაც ერთ-ერთი ყველაზე გამძლე, საიმედო და მდიდრული სედანია, რაც ოდესმე შექმნილა.

მიუხედავად მანქანის წლოვანებისა და გარბენისა, ის საკმაოდ კარგად არის შენახული. საღებავს დეფექტები თითქმის არ აქვს, ინტერიერი ქარხნულ ფერებშია, სავარძლები დანაოჭებული არ არის, ხოლო კორპუსის ქვედა ნაწილი და მაშუქები ბრწყინავს. ხმარების კვალი არ ეტყობა დისკებს. ძრავის განყოფილებაში კი ყველაფერი ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც 1999 წელს, ქარხნიდან გამოსვლისას იყო.




კაპოტი ყველასთვის კარგად ნაცნობ 1UZ-FE 4-ლიტრიანი V8 ძრავას მალავს, რომელიც 290 ცხენის ძალასა და 407 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. როგორც სრული ზომის მდიდრულ მანქანას შეეფერება, ეს სიმძლავრე უკანა ღერძებზე ურბილესი ავტომატური კოლოფით ნაწილდება.

რამდენიმე კვირის წინ ჩვენ Lexus GX470-ზე მოგიყევით, რომლის სარესტავრაციოდაც მფლობელმა 24 000$ დახარჯა. ეს ორი მაგალითი ამტკიცებს იმას, თუ რამდენად ხარისხიან მანქანებს ქმნიდა Lexus-ი ორი ათწლეულის წინ. ეს ის მოდელებია, რომლებიც მფლობელებს არასდროს უმტყუნებენ და უმაღლეს დონეზე მოემსახურებიან. სამწუხაროდ, დღეს ასეთი ავტომობილები უბრალოდ აღარ გამოდის.

გირჩევნიათ თუ არა Lexus-ის თანამედროვე მოდელები "ძველს"? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში. 

გაზიარება: