სატვირთოს ორი მისაბმელი და სუვი ჰყავს ჩაბმული
Aa
Aa

სატვირთოს ორი მისაბმელი და სუვი ჰყავს ჩაბმული

ოთხმაგი ბუქსირება დიდ ბრიტანეთში დასაშვებია.

სანამ ქვემოთ ვიდეოს ნახავთ, მოდით მანამდე ბუქსირების ზოგად წესებზე ვისაუბროთ. თუ სატვირთოს პროფესიონალი მძღოლი ხართ, მაშინ ორი მისაბმელის ბუქსირებას დუბლს, ორმაგს უწოდებთ. კემპერების სამყაროში ასეთ ბუქსირებას სამმაგს უწოდებენ. ამ შემთხვევაში კი ვიდეოში ოთხმაგ ბუქსირებას ნახავთ. თანაც, მძღოლი არც თუ ისე ნელა მოძრაობს.

ვიდეოს აღწერიდან ვიგებთ, რომ ეს შემთხვევა ბრიტანეთში ხდება. ალბათ დაგაინტერესებთ, რამდენად კანონიერია იქ ამის გაკეთება. ბრიტანეთის კანონმდებლობა მისაბმელების დასაშვებ რაოდენობას არ განსაზღვრავს. თუ მისაბმელები სატვირთო დანიშნულებით არ გამოიყენება, რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს.

რასაც მნიშვნელობა აქვს, სიგრძეა. დიდი ბრიტანეთის რეგულაციებით, მთლიანი სიგრძე 22 მეტრს არ უნდა აჭარბებდეს. მაქსიმალური სიჩქარე 65კმ/სთ-ზე მეტი არ უნდა იყოს. ზუსტად არ ვიცით, რა სიჩქარით გადაადგილდება ეს „მატარებელი“. მაგრამ ის ავტომაგისტრალის სწრაფ ზოლში მიდის.

ამერიკის შეერთებულ შტატებში კემპერების სამმაგი ბუქსირება მხოლოდ რამდენიმე შტატშია ნებადართული. რომ აღარაფერი ვთქვათ ოთხმაგ ბუქსირებაზე. იმედია, მძღოლი დანიშნულების ადგილზე უსაფრთხოდ მივიდა. მსგავსი სანახაობის ხილვა კი საქართველოში წარმოუდგენელია. აქ კემპერის ერთმაგ ბუქსირებასაც კი იშვიათად თუ ვიხილავთ, არათუ მთელ მატარებელს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები