Aa Aa
16 ივლისი 2022  |  11:39

Ford Explorer-ის გაფანტულმა მძღოლმა C4 Corvette-ს გადაუარა

უცნაური ავარიების შესახებ ხშირად გიყვებით. თუმცა, შემთხვევა, რომლის ამსახველი კადრებით ქვემოთ არის ნაჩვენები ყველაზე უცნაურია. ეს ამბავი გლენდეილში, კალიფორნიაში მოხდა.

ვიდეო, რომელიც ერთ-ერთი სახლის სათვალთვალო კამერამ გადაიღო Reddit-ის პლატფორმაზე გავრცელდა. ყველაფერი მშვიდად იწყება - Ford-ი დაბალი სიჩქარით გადაადგილდება და მოსახვევს უახლოვდება. ამავე წერტილისკენ Chevrolet C4 Corvette-ი მოდის და Explorer-ისკენ უხვევს.

ჩვენთვის გასაოცრად, Ford-ის მძღოლი Corvette-ს ვერ ამჩნევს და პირდაპირ მის გზაზე გადადის. SUV-ის მძღოლი იმდენად გაფანტული იყო, რომ სპორტულ ავტომობილს მთლიანად გადაუარა. თუ დააკვირდებით, შეამჩნევთ რომ Corvette-ის კორპუსზე გადაადგილებისას მძღოლის კარის შუშა მთლიანად იმსხვრევა. ეს გასაკვირი არცაა.

თუმცა, კადრებში ჩანს ისიც, რომ Chevrolet-ის კონსტრუქციამ ავარიას მაინც გაუძლო. სვეტი არ გაღუნულა. მანქანის შესაკეთებლად შესაძლოა მხოლოდ საქარე მინა, კარი და სარკე იყოს საჭირო. მაღალი ალბათობით, სამღებრო სამუშაოებიც იქნება შესასრულებელი.

რატომ ვერ შეამჩნია Ford-ის მძღოლმა მისკენ მომავალი მანქანა? როგორც ირკვევა, ეს ადამიანი ავარიის მომენტში ტელეფონში იყურებოდა და ყურადღება სხვა რამეზე ჰქონდა გადატანილი. ეს ავარია კი სწორედ უყურადღებობამ გამოიწვია. აღსანიშნია ისიც, რომ Explorer-ის მძღოლს ძალზედ გაუმართლა. თავისუფლად შეიძლებოდა, რომ Chevy-ის მფლობელი მძიმედ დაშავებულიყო, ან თავად ამოყირავებულიყო. ასეთი მძიმე შედეგებს კი უწყინარი სიტუაცია მოიტანდა. 

გაზიარება: