Aa Aa
17 ივლისი 2022  |  09:45

ეს მოდიფიცირებული Lexus GX470 უგზოობის მოყვარულთა ოცნებაა

Toyota Land Cruiser Prado-ს ამერიკული ანალოგი, Lexus GX-ი, უამრავი ადამიანის საყვარელი ავტომობილია. მოდელს არამხოლოდ უგზოობაში უპრობლემოდ სიარული შეუძლია, არამედ კომფორტულიცაა. თუმცა, სურათზე ნაჩვენები ეგზემპლარი ჩვეულებრივი GX-გან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

Cars & Bids-ზე გასაყიდად განთავსებული 2003 წლის Lexus GX470-ის სანაცვლოდ 23 750$-ს ითხოვენ. მანქანას 192 000 მილი აქვს გარბენი (310 000კმ), რაც ცოტა ნამდვილად არ არის. მიუხედავად ამისა, მანქანას ამდენი მილის დაფარვა არ ეტყობა. ის იმდენად არის მოდიფიცირებული, რომ უგზოობაზე მისთვის დაბრკოლება არ იარსებებს.



ამ ავტომობილის ნახვისას პირველი, რაც თვალში მოგხვდებათ დაკიდების სისტემაა. ეს SUV-ი King-ის 2.5-დუიმიან სამმაგ ამორტიზატორებზე დგას. დაკიდების სისტემას უკან სამი გადაბმა აქვს. სრულად არის შეცვლილი საჭის სისტემა და სხვა სავალი ნაწილები. უკან Truetrac-ის ბლოკირებული ხიდიცაა, რომლის ბოლო სიჩქარის შეფარდებაც 4.88-ა.

სპეციალურად უგზოობისთვის შექმნილ 17-იან დისკებზე 35-დუიმი დიამეტრის საბურავებია გადაკრული. პროპორციებისთვის ავტომობილს McQueen Prototype Design-ის წინა ბამპერი, ფრთები და სახურავის ლარტყა აქვს.



ძრავის ხმის გასაუმჯობესებლად Magnaflow-ს გამშვები სისტემა არის დამონტაჟებული. ქარხნული 4.7-ლიტრიანი V8 ძრავა თავის 235 ცხენის ძალასა და 424 ნიუტონ მეტრს ოთხივე საბურავთან 5-სიჩქარიანი ავტომატური კოლოფით ანაწილებს.

Lexus GX-ი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამძლე SUV-ია. ამ ავტომობილის შეძენით კი თქვენ საიმედო და კომფორტული ყველგანმავალი გეყოლებათ, რომელიც იმედს არასდროს გაგიცრუებთ.

გაზიარება: