Aa Aa
18 ივლისი 2022  |  09:43

632-ცხენისძალიანი Jaguar XKR “Badcat-ი“ სარბოლო ტრეკის რისხვაა

მოდიფიცირებული Jaguar-ის პოვნა საკმაოდ რთულია, ხოლო ისე საფუძვლიანად მოდიფიცირებული ეგზემპლარის პოვნა, როგორიც ეს 1998 წლის Jaguar XKR “Badcat-ია“ თითქმის შეუძლებელი გახლავთ. ეს ავტომობილი The Market-ზე გასაყიდადაა გამოტანილი. მის სანაცვლოდ 26 800$-ს ითხოვენ. ეს თანხა კი მანქანისთვის, რომელზეც 13 წელი იმუშავეს ბევრი არაა.

ამ XKR-ის სიდიადე მისი ძრავაა. გაუმჯობესებული 4.4-ლიტრიანი კომპრესორიანი V8 Range Rover-დან არის აღებული. რიგი ჯადოქრობების შემდეგ ეს აგრეგატი 632 ცხენის ძალასა და 805 ნმ-ს გამოიმუშავებს.

შედარებისთვის გეტყვით, რომ ქარხნული Jag-ი, 4-ლიტრიანი კომპრესორიანი V8 ძრავით, „მხოლოდ“ 370 ცხენის ძალასა და 525 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებდა. ასეთი სხვაობა ნაწრთობი დგუშების, ცილინდრის გაუმჯობესებული თავების, Whipple-ის კომპრესორის, ECU-სა და სპეციალურად დამზადებული გამშვები სისტემის დახმარებით მიიღეს. იმისათვის, რომ ასეთი მოდიფიცირების შემდეგ ავტომობილი საიმედო ყოფილიყო, გაგრილებისა და ზეთის სისტემაც შეიცვალა.



ალბათ, არავის გაუკვირდება, რომ სარბოლო გამოყენების მანქანა მექანიკური კოლოფით აღჭურვეს. ეს ის უნიკალური დეტალია, რაც ქარხნულ XK-ს არ აქვს. კოლოფი, McCleod-ის კერამიკული ქუროთი და Qualife-ს ბლოკირებული ხიდით, სიმძლავრეს უკანა ბორბლებზე ანაწილებს. აეროდინამიკის გაუმჯობესებისთვის წინ ტუჩი, ხოლო უკან უზარმაზარი ფრთა გვაქვს. სტანდარტულისგან განსხვავებულია Nitron-ის დაკიდების სისტემა. მუხრუჭების სიმძლავრეს კი Brembo უზრუნველყოფს.

თუმცა, ეს ჩამონათვალი არაფერია იმ ემოციებთან, რასაც ეს ავტომობილი აღძრავს. „იაგუარის“ ეს სარბოლო მოდელი სპორტულობასთან ერთად ელეგანტურობასაც ასხივებს. ავტომობილის Sapphire Blue ფერშია შეღებილი და ყვითელი აქცენტები აქვს. Ascari-ის დისკები კი კორპუსის ფერშისაა. ელეგანტურობა არც სალონშია დაკარგული. გაფორმება მთლიანად ტყავისაა, ხოლო უსაფრთხოების ღვედები Sapphire Blue-ს ფერშია შესრულებული.

ეს ის იშვიათი სახის ავტომობილია, რომელიც სპორტულ ხასიათს ესთეტიკურად ატარებს. როგორ შეაფასებდით ამ Jag-ს 10-ქულიანი სისტემით?

გაზიარება: