Aa Aa
2 აგვისტო 2022  |  09:41

Koenigsegg-ი 300 მილი/სთ-ს განვითარებას ცდილობს - „ეს ძალზედ სახიფათო საქმეა“

2020 წლის მარტში Koenigsegg-მა Jesko Absolut-ი გამოაგორა. კომპანია დაგვპირდა, რომ მოდელი 300 მილი/სთ-იან (480კმ/სთ-იან) ბარიერს დაძლევდა. მათ თქვეს ისიც, რომ სხვა სამომავლო მოდელი ამ მაჩვენებელს ვერ გადაუსწრებდა. სიჩქარის რეკორდებზე ფიქრი შეწყვიტა Bugatti-მაც. ეს მას შემდეგ, რაც Chiron Super Sport 300+მა 304.77 მილი/სთ-ის, 490კმ/სთ-ის განვითარება შეძლო. ახლა კი Absolut-ის გარბენის ხილვას მოუთმენლად ველით.

კრისტიან ვონ კოენიგსეგმა Top Gear-ის ჟურნალს ინტერვიუ მისცა, რა დროსაც Jesko Absolut-ის „ბოლომდე გაწურვის“ გეგმის მიმართ ერთგულება დააფიქსირა. „სირცხვილი იქნება არ ვაჩვენოთ ადამიანებს ის, რაც ამ მანქანას შეუძლია,“ - თქვა მან. თუმცა, ამ ყველაფრის თქმა უფრო მარტივია, ვიდრე შესრულება.


„ამავდროულად, ეს ძალზედ სახიფათო შესასრულებელია. ჩვენ Agera RS-ით ნევადაში 445 კმ/სთ დავაფიქსირეთ. ამის გაკეთება კი ძალზედ რთული და საფრთხილო გახლდათ. სწორედ ამიტომ, ახალი რეკორდისთვის, დახურულ ტერიტორიას შევარჩევთ. შესაძლოა ეს Ehra-Lessien-ი იყოს, რადგან ის ძალიან განიერია. აუცილებლად შემოწმდება გზა, ხოლო საჭესთან გამოცდილი პილოტი დაჯდება,“ - დაამატა მან.

საქმე იმაშია, რომ Ehra-Lessien-ის სატესტო ტრეკი გერმანიაში გახლავთ და ის VW-ს ეკუთვნის. მისცემს თუ არა გერმანული მწარმოებელი Koenigsegg-ს შესაძლებლობას, რომ W16-იანი ჰიპერქარი ტახტიდან ჩამოსვას - არ ვიცით. თუმცა, უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია. თუ Koenigsegg-ს გზის გამოყენბის საშუალებას არ მისცემენ და სხვა ტრასაზე რამე ინციდენტი მოხდება - VW აუცილებლად ცუდად გამოჩნდება.

გაზიარება: