Aa Aa
6 აგვისტო 2022  |  10:34

ამ რესტავრირებული Jaguar XJR-15-ის ღირებულება 1.4 მილიონია

მომავალ თვეში 1991 წელს გამოსული რესტავრირებული Jaguar XJR-15 აუქციონზე გადის. მოდელი 1.2-დან 1.4 მილიონ დოლარამდე უნდა შეფასდეს.

XJR-15 ბრენდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, სპორტული და უიშვიათესი Jaguar-ია. ის კარბონის იმავე მონოკოკს იყენებს, რომელიც Le Mans-ის გამარჯვებულ XJR-9-ში გვხვდებოდა. პანელები კარბონისგან და კევლარის კომპოზიტური მასალით არის დამზადებული. XJR-9-ისგან ამ მოდელმა დაკიდების სისტემაც მიიღო. ეს ყველაფერი კი ნიშნავს, რომ საქმე ნამდვილ სარბოლო ავტომობილთან გვაქვს. 



XJR-15-ის კორპუსი 6-ლიტრიან ატმოსფერულ ძრავას მალავს. Cosworth-ის მიერ შექმნილი V12 სრულად ალუმინისაა და ნაწრთობი მუხლა ლილვი, მაერთებელი კოჭი, დგუშები და საწვავის მიწოდების უნიკალური სისტემა აქვს. Zytec-ის საწვავის შეფრქვევა ელექტრონულად კონტროლდება. ძრავა TWR-ის 6-სიჩქარიან კოლოფთან არის დაკავშირებული, რომელსაც სამმაგი ფირფიტის ქურო აქვს. მისი დახმარებით ეს XJR-15 გზაზე 450 ცხენის ძალასა და 570 ნმ-ს ანაწილებს. ეს პროცესი კი საოცარ შეგრძნებებთანაა დაკავშირებული, რადგან 1 050 კგ-იანი მანქანა საოცარი სამართავია. შეხედეთ მის უკანა საბურავებს! და კეცვადი წინა მაშუქები?

Jaguar-მა XJR-15-ის 53 ეგზემპლარი შექმნა. აქედან მხოლოდ 27 საქალაქო გზებზე გადასაადგილებლად იყო გათვლილი. ეს ვერსიები 5-სიჩქარიანი მექანიკური კოლოფითაც გამოდიოდა და აეროდინამიკური სწავლებებისთვის გამოიყენებოდა. ამ მოდელებზე Nismo Racing-ის ყოფილი ინჟინერი მუშაობდა.



სურათზე ნაჩვენებ ავტომობილს ავსტრალიაში Bespoke Motors-მა 2015 წელს სრული რესტავრაცია ჩაუტარდა. ბოლო 4 წლის განმავლობაში მისი ვიზუალის უნაკლობაზე და მექანიკურ გამართულობაზე აქტიურად ზრუნავდნენ. მაგალითად, სამღებრო სამუშაო 15 000$ დაჯდა. გამოცვლილია სითხეები, ხოლო ცვეთადი დეტალების შესაცვლელად 20 000$ დახარჯეს.

ამ კონკრეტული XJR-15-ის შეძენას მსურველები RM Sotheby-ის აუქციონზე შეძლებენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ავტომობილს სათადარიგო ნაწილებიც მოჰყვება, რაც კორპუსის პანელების ორიგინალ ნაწილებს და Zytic ECU-ს მოიცავს.

გაზიარება: