Aa Aa
10 აგვისტო 2022  |  16:19

Volvo-ს საშიში მონსტრი, რომელიც ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს

სპორტული ავტომობილების დანიშნულება მათი შესაძლებლობებით ტკბობაა. ისინი ლამაზად გამოიყურებიან, ძლიერი ძრავები აქვთ და აქსელელატორის საფეხურზე დაჭერისას უმალვე აჩქარება შეუძლიათ. ამ შესაძლებლობების ხარჯზე კომფორტსა და სპორტული ავტომობილისთვის სხვა არადამახასიათებელ უნარებზე ხშირად უარის თქმა უწევთ. თუმცა, არსებობს ისეთი ავტომობილებიც, რომელბსაც ნაკლებად მცოდნე ავტომოყვარული სტანდარტულისგან ვერაფრით განასხვავებს, მაგრამ მათი შესაძლებლობები ეჭვის ქვეშ მაინც არ დგება. Sleeper-ი მანქანის ხიბლი იმაშია, რომ ერთი შეხედვით უუნარო, სტანდარტულ და საოჯახო ავტომობილს თითქმის იგივე შესაძლებლობები აქვს, როგორიც სპორტულს, ყოველ შემთხვევაში სიჩქარის მხრივ მაინც. 90-იან წლებში ესეთი ავტომობილები დიდი პოპულარულობით სარგებლობდნენ და ერთერთი მათგანი Volvo 850 R-ია.

No Reserve: 1996 Volvo 850R for sale on BaT Auctions - sold for $10,400 on  January 31, 2022 (Lot #64,674) | Bring a Trailer

ერთი შეხედვით მოსაწყენი სედანი იყო, რომელსაც Volvo-სთვის დამახასიათებელი კუთხოვანი ფორმები ჰქონდა. მისი სტანდარტული ვერსია ნამდვილად ასეთი იყო, რასაც 850 R-ზე ვერ ვიტყვით. ეს მოდელი 5-ცილინდრიანი და 2.3-ლიტრიანი ტურბოდაბერვის მქონე ძრავით იყო აღჭურვილი, რომელიც 250 ცხენის ძალას და 350 ნიუტონს გამოიმუშავებდა. აღსანიშნავია, რომ მაქსიმალური მაბრუნი მომენტის პიკი სულ რაღაც 2400 ბრუნზე იწყებოდა, რაც ტურბო ძრავისთვის ნაკლებად დამახასიათებელი იყო. სწორედ ამ მიზეზის გამო ნებისმიერი ბრუნვიდან მისი აჩქარება პრობლემას არ წარმოადგენდა. 850 R-ის წონა 1 485 კილოგრამს შეადგენდა. ავტომობილს 100-მდე აჩქარება 6.8 წამში შეეძლო. T5 მოდელისგან განსხვავებით R-ს ბლოკირებული გადაცემათა კოლოფი ჰქონდა, რის ხარჯზეც საფარზე მაბრუნი მომენტის გადატანა ნაკლები დანაკარგებით იყო შესაძლებელი.

Past Blast: 1996-1997 Volvo 850 R - PerformanceDrive

სტანდარტული მოდელისგან განსხვავებით, მას რამდენიმე სპოილერი და სხვა აეროდინამიკული დეტალი ჰქონდა დამატებული, რადგან იმდროინდელი Volvo-ს მოდელები ზედმეტად კუთხოვანი დიზაინის იყო და ჰაერთან მეტ წინააღმდეგობაში მოდიოდა. აღნიშნული მოდელი უნივერსალის ვერსიითაც ვიხილეთ, რომელიც კიდევ უფრო მეტად Sleeper-ი იყო. წარმოიდგინეთ, რომ თითქოს და მოსაწყენი სედანით ან უნივერსალით ოჯახი დასასვენებლად მიგყავთ და გზად 1.6-ლიტრიან Vtec-ის მქონე Honda-ს გადაეყარეთ, რომელსაც ჰგონია, რომ Volvo-ს უბრალოდ გაეხუმრება... რეალურად კი აქ სახუმარო არაფერია, რადგან დატვირთული სედანით საკმარისია აქსელელატორს ბოლომდე დაადგათ და ძალიან მოკლე მანძილში Honda-ს მძღოლის გაკვირვებას და ოჯახის გამხიარულებას მოახერხებთ.

Lawrence Fowler - Photographer: Car Shoot - Volvo 850R

Volvo 850 R-ი კომპანიამ წარმატებული მოდელის ხარჯზე გამოუშვა. მისთვის ნათელი ფერები ხელმისაწვდომი იყო და დღემდე საიმედო და გემოვნებიანი ავტომობილის სტატუს ინარჩუნებს, როგორც დოსტოევსკი იტყოდა: „ძლიერების იდუმალი შეგრძნება გაცილებით უფრო საამურია, ვიდრე აშკარა ბატონობა“. ეს 850 R-ზე ნამდვილად ითქმის.

გაზიარება: