Aa Aa
11 აგვისტო 2022  |  16:55

Skoda Fabia vRS-ბევრი ძალა პატარა ჭურჭელში

მცირე ზომის ავტომობილები დიდი პოპულარულობით სარგებლობს, რადგან შედარებით იაფია, ნაკლებ საწვავს მოიხმარს და სწრაფი გადაადგილებისთვის მიმზიდველია. ასეთი მანქანების „ცხელი ვერსიებიც“ ხშირად გვხდება. 2000-იანი წლების დასაწყისი თანამედროვე დიზელის ძრავებისთვის დიდი აღმავლობის პერიოდი იყო. ამ პერიოდში ბევრმა წამყვანმა მწარმოებელმა სანაქებო დიზელის მოდელები შექმნა. ერთ-ერთი მოწინავე VW/Audi-ს ინჟინერია იყო. Skoda Fabia vRS-იც ამ განყოფილების წევრია.

2007 Skoda Fabia VRS Special Version | Top Speed

ჩეხური მწარმოებელი Fabia-თი და Octavia-თი მუდამ ამაყობდა, რადგან ორივე მოდელი საკმაოდ წარმატებული იყო. ამჯერად Fabia-ზე შევჩერდებით და გავიხსენებთ, თუ როგორი უცნაური და „ცხელი ჰეჩბექი“ ვიხილეთ. აღნიშნული ავტომობილი 2003-2007 წლებში გამოდიოდა და უცნაურია, მაგრამ მისი ყველაზე სპორტული ვერსია დიზელზე მუშაობდა. 1.9-ლიტრიანი ტურბოდაბერვის მქონე ძრავა 130 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. არც თუ სახარბიელო მაჩვენებელია, თუ მაბრუნ მომენტს არ ჩავთვლით, რომელიც ავტომობილის აჩქარებაზე და ზოგად დინამიკაზე უდიდეს ზეგავლენას ახდენს. vRS-ი უდიდესი მაბრუნი მომენტით გამოირჩეოდა, 310 ნიუტონი, რომელიც თავის პიკს 1 900 ბრუნზე აღწევდა და დაუვიწყარ შეგრძნებებს აღვიძებდა. ულევი მაბრუნი მომენტის გამო ავტომობილს ნახევარღერძები ორჯერ დიდი ზომის ეყენა, ვიდრე სტანდარტულ მოდელს. ამ ყველაფერს კარგად გათვლილი 6-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფიც ეხმარებოდა. 1 220-კილოგრამიანი მანქანა ოფიციალური მონაცემებით 100-მდე 9 წამში ჩქარდებოდა, თუმცა, არაერთმა კერძო ტესტმა გამოაშკარავა, რომ 100-მდე მიღწევა 1-1.5 წამით უკეთეს დროში იყო შესაძლებელი.

Used car buying guide: Skoda Fabia vRS | Autocar

სტანდარტული და მოსაწყენი Fabia-სგან ვიზუალურად მცირედით განსხვავდებოდა, წინა და უკანა ბამპერებს აეროდინამიკული ფორმები ჰქონდა და Vrs-ის ლოგო ყველგან დომინირებდა.

Skoda Fabia vRS: el Hot Hatch que, por desgracia, no volveremos a ver |  Diariomotor

არ უნდა დაგვავიწყდეს Fabia-ს ძირითადი მოვალეობებიც. მიუხედავად მისი სპორტული ხასიათისა. 100 კმ-ზე საშუალოდ 6 ლიტრ დიზელს მოიხმარდა. საბოლოო ჯამში მივიღეთ მანქანა, რომელიც საკმაოდ ჩქარი გამოვიდა, მოიმხარდა MicroCar-ისთვის დამახასათებელ საწვავის რაოდენობას, იყო გამძლე, საიმედო და უბრალო გადაადგილება ერთი დიდი გართობა იყო. ამ ყველაფერთან ერთად, Fabia vRS-ი კლასში ყველაზე იაფი იყო და 2005 წელს მისი ფასი 15 000 დოლარსაც კი არ აღემატებოდა.

გაზიარება: