Aa Aa
16 აგვისტო 2022  |  14:47

Maserati 3200GT-ქარიზმატული Grand Tourer-ი იტალიიდან

ავტოინდუსტრიის უდიდესი მასშტაბების მიუხედავად, ყოველთვის მოიძებნება ისეთი ავტომობილი, რომელიც განცალკევებით დგას და ქარიზმატული ხასიათის ავტომოყვარულს ელოდება. მსგავსი ავტომობილების რაოდენობა დროის გასვლასთან ერთად მცირდება, თუმცა უახლოეს წარსულში საკმარისად მოიძებნებოდა. ერთ-ერთი მათგანი 1998 წელს გამოშვებული Maserati 3200GT-ია.

Maserati 3200 GTA - AUTOLOGY - Véhicules Classiques et de Sport

აღნიშნული ავტომობილი Grand Tourer-ის კლასის წარმომადგენელია. იგი კომფორტით და ძლიერი ძრავით გამოირჩევა, როგორც ამ კლასის ყველა წარმომადგენელი. მსგავსი ტიპის ავტომობილებს ძრავა წინ აქვს განთავსებული და კლასიკური Coupe-ის სტანდარტებთან საკმაოდ ახლოსაა.

Maserati 3200GT 1999 - 115 000 PLN - Otoklasyki.pl

3200GT-ის ძრავა 8-ცილინდრიანი იყო, რომელსაც ორი ტურბო ჰქონდა დამატებული. მისი მოცულობა 3.2 ლიტრს შეადგენდა და 370 ცხენის ძალის გამომუშავება შეეძლო. მაბრუნი მომენტი ორი ტურბოს ხარჯზე 471 ნიუტონს აღწევდა. ავტომობილი 1 590 კილოგრამს იწონიდა და წონის ბალანსი წინა და უკანა დაკიდებაზე 55/45-ზე ჰქონდა. ეს გადანაწილება მძიმე ძრავისგან იყო გამოწვეული. ჯამში აგრეგატი 221 კილოგრამს იწონიდა, რაც გარკვეულწილად არასტაბილურ მართვის უნარებს განაპირობებდა, განსაკუთრებით კი სველ საფარზე. ამ ყველაფერს ორი ტურბოს უეცარი ძალა ემატებოდა და აგრესიული გასეირნება სამუდამოდ თქვენს მახსოვრობაში რჩებოდა.

Maserati 3200GT - Coches Clasicos | Maserati ES

ავტომობილი 6-სიჩქარიანი მექანიკური და 4-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით გამოდიოდა. მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე მოდელი 100-მდე 5 წამში ჩქარდებოდა და მისი მაქსიმალური სიჩქარის ზღვარი 280 კმ/სთ-ს აღწევდა. წარმოების დაწყებიდან რამდენიმე წელში Spyder მოდელიც ვიხილეთ, რომელიც კომპანიამ შედარებით ნაკლები რაოდენობით გამოუშვა. აუცილებლად უნდა ვახსენოთ 3200 GT-ის უკანა მაშუქები, რომელსაც ბუმერანგის ფორმა ჰქონდა და სერიულ წარმოებაში პირველი იყო, რომელსაც LED განათება გააჩნდა.

File:Silver Maserati 3200 GT in Nancy, France 2013.jpg - Wikimedia Commons

Maserati 3200GT უკომპრომისო სპორტული ავტომობილი არ ყოფილა, იგი წმინდა სისხლის Grand Tourer-ის სტატუსის მატარებელი იყო, რომელსაც კომფორტულად და ჩქარა გადაადგილება შეეძლო. ერთი რამ ცხადი იყო - 3200 GT თავის კონკურენტებთან შედარებით ყველაფრით გამოირჩეოდა და მას მხოლოდ ქარიზმატული ავტომობილისტი დაეუფლებოდა, რომლისთვისაც შაბლონური ავტომობილი განსაკუთრებული ინტერესის სფეროს არ წარმოადგენდა.

გაზიარება: