Aa Aa
17 აგვისტო 2022  |  15:34

დიდი ძალების დემონსტრირება მცირე კომპანიისგან

80-იანი წლების ბოლოს გერმანული „ტუნინგის“ სამყაროში Zender-ი გამოჩნდა. ეს კომპანია ნაციონალური ავტომობილების გაუმჯობესებით იყო დაკავებული. თავისი შესაძლებლობების დემონსტრირებისთვის მან საპრეზენტაციო ავტომობილის შექმნის იდეა შეიმუშავა, რომელიც VW Group-ის აგრეგატებს გამოიყენებდა. ეს გადაწყვეტილება გიგანტური კომპანიიდან ყურადღების მისაპყრობად იყო მიღებული, რადგან Zender-ს უნდოდა ენახებინა VW-ისთვის, თუ რა შეიძლებოდა გამოსულიყო არსებული რესურსიდან.

Zender Fact 4 Biturbo, 1989 - Gasolina Súper - Zender - Concept

ავტომობილის ძარა კარბონისგან იყო დამზადებული, რაც Zender-ის ინჟინრების დამსახურება იყო. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნულ პერიოდში ამ მასალის გამოყენება იშვიათობა იყო. ძრავა ძარის შუაში მოათავსეს, რადგან უკანა საბურავებზე უფრო მეტ მიმჭერ ძალას ემოქმედა. ავტომობილის ფორმა იმდენად დახვეწილი იყო, რომ იგი ერთი დიდი სპოილერის როლს ასრულებდა.

1991 Zender Fact 4 Spider - Студии

Zender Fact 4-ის აგრეგატები Audi-სგან იყო აღებული. V-ტიპის 8-ცილინდრიანი ძრავას ორი ტურბო ჰქონდა დამატებული, ხოლო მისი მოცულობა კი 3.6 ლიტრს შეადგენდა. ავტომობილი 450 ცხენისძალას და 530 ნიუტონს გამოიმუშავებდა და 5-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით იყო აღჭურვილი. საბოლოოდ Fact 4 ძალიან მსუბუქი გამოვიდა, მისი წონა სულ რაღაც 1100 კილოგრამს შეადგენდა და ეს ყველაფერი კარბონის დამსახურება იყო. აღნიშნული მახასიათებლების ერთობლიობა ძალიან შთამბეჭდავ სიჩქარეს განაპირობებდა. მისი მაქსიმალური სიჩქარე 312 კმ/სთ-ს შეადგენდა და 100-მდე 4.3 წამში ჩქარდებოდა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ 80-იანი წლების დაუმარცხებელი „სუპერქარი“ Ferrari F40 იყო, რომელიც აჩქარებაში 0.2-ით ჩქარი და მაქსიმალურ სიჩქარეში 30-ით სწრაფი იყო.

Obscure Supercars on Twitter:

მიუხედავად იმისა, რომ Zender Fact 4-ის დანიშნულება ამ კომპანიის შესაძლებლობების დემონსტრირება და VW-ისგან მეტი ყურადღების გამოჩენა იყო, კომპანიას მისი სერიული წარმოება მაინც სურდა, თუმცა ეს პროექტი ძალიან ადრე იყო დროის ვექტორში და შესაბამისად ვერ შედგა.

გაზიარება: