Aa Aa
24 აგვისტო 2022  |  09:20

შონ კონერის 1964 წლის Aston Martin DB5 აუქციონზე $2.4 მილიონად გაიყიდა

ამ ავტომობილს ჯეიმს ბონდის როლის შემსრულებელი გარდაცვალებამდე ფლობდა.

Aston Martin DB5 ჯეიმს ბონდის პირველი ავტომობილი არ არის, მაგრამ, ყველაზე ლეგენდარულია. ის 007-ის 8 ფილმში მონაწილეობდა. ამ ავტომობილს სერ შონ კონერი 2020 წელს გარდაცვალებამდე ფლობდა. DB5 მონტერეის საავტომობილო კვირეულზე $2,425,000-ად გაიყიდა. ამ თანხის დიდი ნაწილი შონ კონერის საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება.

გარდა ლეგენდარული ავტომობილისა, მისი უცნობი მყიდველი საჩუქრად ფორმულა 1-ს ლეგენდარულ პილოტთან, ჯეკი სტიუარტთან ერთად გასეირნებას მიიღებს. სტიუარტი და კონერი დიდი ხნის მეგობრები იყვნენ.

DB5 პირველად 1964 წლის ფილმში Goldfinger-ში გამოჩნდა. უნდა ითქვას, რომ ამ ავტომობილს ის აღჭურვილობა არ მოჰყვება, რითაც ბონდის ავტომობილებია ცნობილი. ის არც ფილმში გამოუყენებიათ. უფრო პირადი ავტომობილი იყო, რომელიც კონერიმ 2018 წელს შეიძინა. თავდაპირველად, ავტომობილი შავ ფერში იყო. შემდეგ კი ფილმის ვერსიისთვის მისამსგავსებლად ნაცრისფერში გადაღებეს.

DB5 კონერის სახლში შვეიცარიაში ინახებოდა. მსახიობს ეს ავტომობილი უყვარდა, მაგრამ მისი მართვა ვერ შეძლო. კონერი 2020 წელს 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ბაჰამის კუნძულებზე ცხოვრობდა და ასაკის გამო ევროპაში გამგზავრება არ შეეძლო.

გაზიარება: