Aa Aa
29 აგვისტო 2022  |  09:44

Porsche Taycan-მა Porsche Macan-ი კედელს შეაჯახა

ძვირადღირებული ავარია.

სოციალურ ქსელებში ესპანეთში გადაღებული ფოტოები და ვიდეოები გავრცელდა, რომლებშიც ორი Porsche-ს ავარიაა ასახული. დამტვრეულია Porsche Taycan 4S Cross Turismo და Porsche Macan-ი.

ამ დრომდე უცნობია, რამ გამოიწვია ავარია, მაგრამ Periodismo del Motor-ის თანახმად, კროსოვერი ქუჩაში გაჩერებული იყო და ავტომობილში არავინ იჯდა.

Taycan-ს ალკალა დე ენარესის ქუჩებში, მადრიდის შემოგარენში, 45 წლის ქალი მართავდა. ის Macan-ს გვერდიდან შეეჯახა, თავის მანქანაზე ააგდო და ორივე Porsche აგურის კედელს შეაჯახა.  

საბედნიეროდ, მძღოლს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ მიუღია, მაგრამ, პანიკის შეტევის გამო, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეს საკმაოდ საშიში ავარია იყო და შემთხვევის ადგილზე სამი სახანძრო ეკიპაჟის და ამწეს დახმარება გახდა საჭირო. Macan-ის ჩამოღება Taycan-ის სახურავიდან მარტივი არ იყო.

გარდა საშიშისა, ეს საკმაოდ ძვირადღირებული ავარიაცაა. Taycan 4S Cross Turismo-ს ფასი $131,600-დან იწყება, Macan-ის -  $60,800-დან. ეს შემთხვევა სადაზღვევოსთვის ნამდვილი კოშმარია.

გაზიარება: