Aa Aa
26 აგვისტო 2022  |  09:23

სადილეროს თანამშრომელმა 2023 წლის Nissan Z-ის დამტვრევა მოასწრო

შეცდომა, რომელიც ძვირად გიჯდება...

2023 წლის Nissan Z-ი 2 კვირის წინ გამოვიდა, მაგრამ ვიღაცამ მისი დამტვრევა უკვე მოასწრო. უახლესმა კუპემ სადილეროდან გამოსვლაც კი ვერ მოასწრო.

ეს ვიდეო Facebook-ზე გამოჩნდა. ვიდეოში ვხედავთ, რომ პუერტო რიკოს Nissan-ის სადილეროს პარკინგზე, სუვებსა და პიკაპებს შორის, 2023 წლის წითელი Nissan Z დგას და ცუდად გამოიყურება. 

მძღოლის მხარე მთლიანად განადგურებულია და მძღოლის გვერდითა უსაფრთხოების ბალიშიც გახსნილია. სავარაუდოდ, ზიანი დაკიდების სისტემასაც მიადგა. ამის ვარაუდის საშუალებას თვალის მდგომარეობა გვაძლევს.

ავარია სადილეროს მრეცხავის ბრალი იყო, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ავტომობილის წვიმაში გაყვანა კარგი იდეა იქნებოდა. ეს ავტომობილი უკვე გაყიდული იყო, თუმცა, მრეცხავმა გადაწყვიტა, რომ ცოტას გაისეირნებდა და შემდეგ ავტომობილს გარეცხავდა. ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავიდა. საჭე ვერ დაიმორჩილა და Ram-ის სატვირთოს შეეჯახა.

Z-ი საკმაოდ ძვირადღირებული ავტომობილია. მისი ჩანაცვლება სადილეროსთვის მარტივი არ იქნება. თანაც, ეს საბაზისო მოდელი არ არის. ეს Z Performance მოდელია, რომელიც დაახლოებით $50 000 ღირს. 

ზუსტად არ ვიცით, რა ბედი ეწევა ამ ავტომობილს, მაგრამ, სავარაუდოდ, შეკეთებას ჯერ კიდევ ექვემდებარება. 

გაზიარება: