Aa Aa
27 აგვისტო 2022  |  10:08

Porsche Taycan-ის რეკორდი - 14 ქვეყანა 24 საათში

ნილ ვინმანმა და დაგ რივოლტამ ახალი მსოფლიო რეკორდი (დაუდასტურებელია) დაამყარეს. მათ 24 საათში ელექტრომობილით 14 ქვეყნის საზღვარი გადაკვეთეს. ასეთი შედეგით კი თავადაც გაოცდნენ.

„იქამდე, სანამ გზას გავუდგებოდით ვიცოდით, რომ 24 საათში 13 ქვეყნის საზღვრის გადასაკვეთად ყველაფერი იდეალურად უნდა წასულიყო.“ - თქვა ვინმა. „სწორედ ამიტომ 14 ქვეყნის ვიზიტი ძალზედ გაგვიკვირდა, რადგან ეს ჩვენს გეგმებში არ შედიოდა“.

მიუხედავად იმისა, რომ საქალაქო გზებზე რეკორდის ოფიციალურად დადასტურება შეუძლებელია, მათ პირველებმა დაიწყეს საუბარი, რომ ელექტრომობილით ამდენ ქვეყანას არავინ სწვევია. შემდეგ კი საქმითაც დაამტკიცეს, რისთვისაც მათ Porsche Taycan Performance Battery Plus-ი გამოიყენეს.

ალბათ, არ გაგიკვირდებათ, რომ რეკორდული გარბენი ევროპაში მოაწყვეს. მოგზაურობა ნიდერლანდებიდან დაიწყო. შემდეგ ბელგია, ლუქსემბურგი, საფრანგეთი, გერმანია, შვეიცარია, ლიხტენშტაინი, იტალია, ავსტრია, სლოვენია, უნგრეთი, ბოსნია და სერბია გახლდათ.

ჯამში მათ Taycan-ით 1 930 კმ დაფარეს. მოძრაობის საშუალო სიჩქარე 98 კმ/სთ იყო. სრული საშუალო სიჩქარე კი 80.3 კმ/სთ. დაიბენით? ახლავე აგიხსნით. ამ ადამიანებს გადაადგილებისას გაჩერება მაინც უწევდათ. მანქანის 350-კილოვატსაათიან დამმუხტველებთან გაჩერება მათ 7-ჯერ მოუწიათ. შესაბამისად სრული საშუალო სიჩქარე შემცირდა.

„ჩვენი მკითხველები ელექტრო ავტომობილების დამუხტვის პრობლემაზე ხშირად საუბრობენ. სვლის მარაგის მუდმივი კონტროლი ბევრ ადამიანს შფოთავს,“ - ამბობს სტივ ჰანტინგფორდი, რედაქტორი. „მაგრამ ეს სენსაციური რეკორდული გარბენი აჩვენებს, რომ ელექტრომობილებით ევროპის კონტინგენტზე გადაადგილება მნიშვნელოვან პრობლემებთან არ არის დამოკიდებული და სრულად შესაძლებელია.“

მიუხედავად მიღწეული შედეგისა, გუნდი ამბობს, რომ ევროპის კონტინენტზე გადასაადგილებლად ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი. ისინი ამბობენ, რომ ევროპას ელექტრომობილებისთვის მეტი ინფრასტრუქტურა სჭირდება. ამ მდგომარეობით კი შიგაწვისძრავიანი ავტომობილების მფლობელთა გადარწმუნება ჯერჯერობით რთულია.

გაზიარება: