Aa Aa
5 სექტემბერი 2022  |  10:55

Ford Mustang-ი დრიფტისას მაყურებლებსა და Dodge Challenger-ს შეეჯახა

Mustang-ი თავის სტილში...

ამერიკის შეერთებულ შტატებში ქუჩის რბოლები სერიოზული პრობლემაა და პოლიცია ამის შეჩერებას ამაოდ ცდილობს. ქუჩის რბოლებს Ford mustang-ის მძღოლები კიდევ უფრო საშიშად აქცევენ.

ეს ვიდეო ამერიკაში, ერთ-ერთ გადატვირთულ ქუჩაშია გადაღებული. შავი Ford Mustang-ი შუაგულში დონატებს აკეთებს. სანახაობის საყურებლად ბევრი ადამიანია შეკრებილი. ისინი მოვლენების ეპიცენტრთან ზედმეტად ახლოს დგანან და, როგორც ჩანს, არ იციან, როგორი მტკივნეულია, როცა Mustang-ი გეჯახება.

მძღოლი დონატების კეთებას აგრძელებს. შეცდომას უშვებს, ტრაექტორიას ვერ ასწორებს და იქვე გაჩერებულ Dodge Challenger-ს ეჯახება. ავტომობილი რამდენიმე მაყურებელსაც შეეჯახა.

Dodge-სთან შეჯახების ძალა Ford-ს ასწორებს და მძღოლი მუხრუჭებს აჭერს. გაჩერებამდე Mustang-ი კიდევ რამდენიმე მაყურებელს ეჯახება.

როგორც ვიდეოს გამომქვეყნებელი ამტკიცებს, სერიოზულად არავინ დაშავებულა. ყველაფერი შესაძლოა გაცილებით ცუდადაც ყოფილიყო. მაგალითად, რომ არა გაჩერებული Dodge, Mustang-ი მაყურებლებში შევარდებოდა და უფრო მეტი ძალით დაეჯახებოდა.

გაზიარება: