Aa Aa
4 ნოემბერი 2022  |  10:44

ქურდებმა Dodge Challenger Hellcat-ი უცნაური მეთოდით გაიტაცეს

Dodge Challenger Hellcat-ი ავტომოყვარულებში ძალზედ სასურველი ავტომობილია. მეტიც, ის იმდენად მიმზიდველი მანქანაა, რომ ქურდების მსხვერპლი ხშირად ყოფილა. ახლახან კი Instagram-ის პლატფორმაზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც სწორედ Hellcat-ის მოპარვის შემთხვევაა ასახული. თუმცა, ყველაზე საინტერესო ისაა, თუ რა მეთოდით იტაცებენ ავტომობილს ქურდები.

ვიდეო ჩიკაგოში არსებული ერთ-ერთი დაწესებულების სათვალთვალო კამერებიდან არის აღებული. კადრში „დაპარკინგებული“ Challenger Hellcat-ი ჩანს. უცებ მანქანასთან თეთრი Dodge Durango ჩერდება და მგზავრი ხელსაწყოთი გადმოდის.

კაცი ამ ხელსაწყოს იყენებს და ფანჯარას დაბლა სწევს. ასე მას ავტომობილის ინტერიერზე წვდომის საშუალება ეძლევა. შემდეგ კი მას უკნიდან Durango აწვება და ქუჩას ორივე ავტომობილი ასე მიუყვება.


გამომდინარე იქედან, რომ Hellcat-ის ეგზემპლარები მექანიკური კოლოფით ისევ იწარმოება, ქურდებმა მანქანის მიწოლით დაქოქვა გადაწყვიტეს, რითვისაც Durango გამოიყენეს. როგორც ჩანს, მექანიკური კოლოფის გადაშენების წინააღმდეგი მხოლოდ ავტომოყვარულები არ არიან.

საჭის გახსნა ქურდებმა მარტივად შეძლეს. როგორც Liveabout.com-ის მიერ გასაჯაროებული მოხსენებიდან ვიგებთ, მძღოლს საჭის გახსნა საჭის მარჯვნივ და მარცხნივ მოძრაობით შეუძლია, რა დროს ხელი დაქოქვის ღილაკზე უნდა ეჭიროს. როგორც ჩანს ქურდებმა ესეც შეძლეს, რადგან ავტომობილის წინა ბორბლები აშკარად უხვევს.

ეს Challenger-ისა და Charger-ის მოპარვის პირველი შემთხვევა არ არის. შტატებში ამ მოდელებს ხშირად იპარავენ. აშკარაა, რომ მანქანა ქურდებს ამის საშუალებას აძლევს.

მხოლოდ მიჩიგანში 2020 წელს Charger-ის გატაცების 1 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ ფაქტმა Dodge-ი აიძულა შეექმნა ისეთი სისტემა, რომელსაც ე.წ. უსაფრთხო რეჟიმი აქვს. კომპიუტერი მანქანას სტაბილურად 675 ბრუნზე ამუშავებს თუ 4-ნიშნიან უსაფრთხოების კოდს არ შეიყვანთ.

როგორ ფიქრობთ, რა ხერხებს უნდა მიმართონ გამორჩეული ავტომობილების მძღოლებმა ამერიკაში, რათა საკუთარი ავტომობილები გატაცებისგან დაიცვან? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: