Aa Aa
1 ოქტომბერი 2022  |  12:24

Purosangue იმაზე პოპულარული გამოდგა, ვიდრე Ferrari იფიქრებდა

წელიწადში 2000-2400 ეგზემპლარი გამოვა, მაგრამ ეს შესაძლოა საკმარისი არ იყოს

Purosangue-ს დებიუტთან ერთად, Ferrari ბოლოს და ბოლოს სუვების ბაზარზე შევიდა. რა თქმა უნდა, იტალიურმა მწარმოებელმა ცოტათი დაიგვიანა, მაგრამ კარგად მომზადებული გამოჩნდა. მისი კონკურენტი კომპანიებისგან, Lamborghini-სა და Aston Martin-ისგან განსხვავებით, რომლებისთვისაც სუვების გაყიდვები უმეტესობაა, Ferrari-ს უნდა, რომ Purosangue მისი გაყიდვების 20%-ზე ნაკლები იყოს.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში Ferrari წელიწადში 10 000 ავტომობილს ყიდის, რაც ავტომწარმოებლისთვის საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. თუ გავითვალისწინებთ, რომ სპორტული ავტომობილების მწარმოებელს ექსკლუზიურობის შენარჩუნება სურს, მაშინ ეს რიცხვები ლოგიკურია. თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო 10 წელიწადში Ferrari საშუალოდ 10,000-12,000 ავტომობილს ყიდდა, გამოდის, რომ ბრენდი საშუალოდ 2000-2400 Purosangue-ს გამოუშვებს.

შედარებისთვის, Lamborghini-მ 2021 წელს 8405 ეგზემპლარი გაყიდა და მოთხოვნა დღითი დღე იზრდება. ეს რიცხვი ორჯერ მეტია, ვიდრე Ferrari თავისი სუვის გამოშვებას აპირებს. Ferrari-ს კომერციის და მარკეტინგის ხელმძღვანელის ენრიკო გალიერას თქმით, Ferrari იმ რისკზე მიდის, რომ კლიენტების მოთხოვნა ვერ დააკმაყოფილოს. ასევე, შეკვეთების მიღებას მალევე შეწყვეტენ.

Purosangue-ს ატმოსფერული 6.5-ლიტრიანი V12 ძრავა აქვს, რომელიც 715 ცხენის ძალასა და 716 ნმ-ს გამოიმუშავებს. მსგავსი ძრავა სეგმენტში არც ერთ სუვს არ აქვს, რამაც Purosangue-ს მიმართ ყურადღება გააღრმავა.

Ferrari მომავალში, სავარაუდოდ, ხაზში უფრო პატარა ძრავებს დაამატებს. ეს შესაძლოა, SF90-ის ჰიბრიდული V8 ძრავა იყოს, რომელიც 986 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ან 296 GTB-ის ელექტრიფიცირებული V6 ძრავა, რომელიც 818 ცხენის ძალას გვთავაზობს.

Ferrari თავისი პირველი სუვის წარმოებას 2022 წლის ბოლოს დაიწყებს. კლიენტებისთვის მიწოდება და 2023 წლის პირველ თვეებში დაიწყება. ავტომობილის ფასი $393,000-ი.

გაზიარება: