Aa Aa
20 სექტემბერი 2022  |  11:42

AUDI-ს უმაღლესი თამასა და მისი დასაწყისი

ფილმებში არაერთი ფლაგმანური მოდელი გვინახავს, რომლებიც ისტორიას დარჩა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ან ავტომობილის იმიჯი ეხმარება ფილმს, ან პირიქით, თუმცა, მესამე შემთხვევაც არსებობს, როცა ფილმიც და მანქანაც ერთ დიდ ემოციას იწვევს, რომელიც ავტომოყვარულების გონებაში სამუდამოდ დარჩება. 1998 წელს მსოფლიომ „რონინი“ იხილა, ხოლო მათ, ვისაც ელექტროენერგია არ ჰქონდა, ფილმის ყურება ცოტა მოგვიანებით მოახერხეს. აღნიშნული ფილმი ავტომოყვარულებისთვის დიდი მოვლენა იყო, რადგან მასში ავტომობილებით დევნის უამრავი სცენა იყო. ამ ავტომობილების სიაში ისეთი ფლაგმანური მოდელიც შედიოდა, როგორიც BMW M5 E34 იყო, მიუხედავად ამისა, ამ ფილმის ნიშა მაინც AUDI S8 გახდა. ამ სტატიაში სწორედ ამ მოდელს გავიხსენებთ, რადგან ეს ავტომობილი უფრო მეტს იმსახურებს, ვიდრე მხოლოდ ფილმის გმირის სტატუსს.

Audi S8 (D2) Review 2022 | Top Gear

AUDI S8 გამოჩენისთანავე ყურადღების ცენტრში მოექცა, რადგან ეს იყო უმაღლესი კლასის ავტომობილი, რომელიც სპორტულ უნარებს ხაზს უსვამდა. ამ ფაქტზე ავტომობილის სახელიც მეტყველებდა, რადგან S8-ის ლოგოზე არსებული S-ი Sport-ს ნიშნავდა. ავტომობილი V8-ტიპის ძრავითა და Quattro-ს სისტემით იყო აღჭურვილი. წარმოების დასაწყისში 340-ცხენისძალიანი აგრეგატით გამოდიოდა, ხოლო მომდევნო წლებში კი ეს ნიშნული 360-მდე გაიზარდა. AUDI S8 5-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით და 6-სიჩქარიანი მექანიკური კოლოფითაც გამოდიოდა. დღეს ამ ორიდან ბოლოს განვიხილავთ. აგრეგატის სრულ მონაცემებს რომ დავუბრუნდეთ, გეტყვით, რომ 360-ცხენისძალიანი მოდელის მაბრუნი მომენტი 430-ს შეადგენდა. AUDI-ს 4.2-ლიტრიანი ძრავა ამერიკულ V8-ის მსგავს ხმას გამოსცემდა და თავს მხოლოდ ნიუტონით არ იწონებდა, მას საკმაოდ დიდი ბრუნვების განვითარება შეეძლო, კერძოდ კი მისი მაქსიმალური ბრუნვის პიკი 7000-ს აღწევდა. 360-ცხენისძალიანი მოდელის წონა 1730 კილოგრამს შეადგენდა, თუმცა 100-მდე 5.5 წამში ჩქარდებოდა.

Audi S8 D2 2001 - 134900 PLN - Lipków - Giełda klasyków

AUDI S8 90-იანი წლების გერმანულ ხარისხს სრულად გადმოსცემდა. მისი ძარა და ინტერიერი უმაღლეს დონეზე იყო შესრულებული. ეს იყო მასობრივი წარმოების პირველი მოდელი, რომელსაც სავალი ნაწილი ალუმინის ჰქონდა. ავტომობილი ძალიან კომფორტულად გადაადგილდებოდა და მფლობელში განსაკუთრებულ ნდობას აღძრავდა.

Audi A8 D2 2000 - 38500 PLN - Bojadła - Giełda klasyków

თუ ამ ავტომობილით „ხულიგნობას“ მოინდომებდით, უბრალოდ არ გამოგივიდოდათ. მისი დახვეწილი Quattro სისტემა ამის საშუალებას უბრალოდ არ მოგცემდათ. ეს იყო ავტომობილი, რომელიც თავისი კომფორტით დანაყრებას გპირდებოდათ და, თუ ესეც არ იყო საკმარისი, მაშინ ერთი წუთით შეგეძლოთ მძლავრ და საიმედო ავტომობილით გემრანულ ავტობანზე დამაჯერებელი აჩქარებებით მიგეღოთ სიამოვნება.

Audi S8 D2 – wręcz (nie)komfortowo • AutoCentrum.pl

AUDI S8 1996-2002 წლებში გამოდიოდა. იმდენად დიდი პოპულარულობა მოიპოვა, რომ მისი წარმოება უკვე 25 წელზე მეტს ითვლის და განვითარებას დღემდე არ წყვეტს.

გაზიარება: