Aa Aa
5 ოქტომბერი 2022  |  10:43

იუთუბერის Porsche 911 GT3 Chevy-ს სატვირთომ დაამტვრია

პიკაპის მძღოლმა წესები დაარღვია.

უქმეებზე ავტომოყვარული „იუთუბერის“ მეგობრებთან ერთად გასეირნება კოშმარად იქცა. მისი 992 GT3 პიკაპმა გაიტანა, რომელმაც ორი ყვითელი ხაზი გადაკვეთა.

ეს ავარია მაშინ მოხდა, როცა Adam LZ კაროლინა-ტენესის ცნობილ 18-მეტრიან მონაკვეთზე მთებში გადაადგილდებოდა და ვიდეოს იღებდა. ამ მოგზაურობაში რამდენიმე მდიდრული Porsche მონაწილეობდა.

ავარიის დროს, ადამს გადაღებები უკვე დასრულებული ჰქონდა და კამერებიც გამორთული იყო. შემთხვევა ერთ-ერთი Porsche-ს კამერამ გადაიღო.

ვიდეოში ჩანს, რომ თეთრი Chevy Silverado ორ ყვითელ ზოლს კვეთს და გზიდან გასვლას ცდილობს. გზად GT3-ს ეჯახება. Porsche-ს მაშუქი, წინა ბამპერი და მარჯვენა თვალი აქვს დაზიანებული. უსაფრთხოების ბალიში გაიხსნა. საბედნიეროდ, ავარიის შედეგად სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება არავის მიუღია. Adam LZ-ის მხარზე დალურჯება აქვს.

ვიდეოში არ ჩანს, რა სიჩქარით გადაადგილდებოდა Porsche-ების კოლონა, მაგრამ, სავარაუდოდ, საკმაოდ სწრაფად. რა თქმა უნდა, ამ ავარიაში დამნაშავე პიკაპის მძღოლია, რომელმაც მოძრაობის წესები დაარღვია და ორი ყვითელი უწყვეტი ზოლი გადაკვეთა.

ეს ავარია, GT3-ზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, სადაზღვევოსთვის ნამდვილი კოშმარია. ამ მექანიკურ გადაცემათა კოლოფიანი ავტომობილის აღდგენა ან ჩანაცვლება მარტივი საქმე ნამდვილად არ იქნება.

View this post on Instagram

A post shared by Adam LZ (@adam_lz)

გაზიარება: