Aa Aa
6 ოქტომბერი 2022  |  10:14

„2023 წლის სეზონში რამდენიმე რბოლას გამოვტოვებ“, - ტოტო ვოლფი

„მერსედესის“ გუნდის აღმასრულებელი დირექტორი 2023 წელს რამდენიმე რბოლის გამოტოვებას აპირებს.

ფორმულა 1-ის 2023 წლის სეზონში რეკორდული 24 რბოლა იქნება. რთული გრაფიკის პირობებში, ტოტო ვოლფის თქმით, მას რამდენიმე რბოლის გამოტოვება მოუწევს. 

„რამდენიმე რბოლას გამოვტოვებ. ეს ვერსია მთელმა გუნდმა უნდა განიხილოს. ნებისმიერი ადამიანისთვის 24 რბოლა რთულია. პილოტებს ამ რბოლების ჩატარება მოუწევთ, მაგრამ ოფისში მუშაობას ორშაბათიდან ვიწყებთ. გამოსავალი უნდა ვიპოვოთ. ვფიქრობ, გადარჩენისთვის გუნდების წევრები რამდენიმე რბოლას გამოტოვებენ.

ჩვენ გვყავს თანამშრომლები, ვისაც ჩემი გარკვეული მოვალეობების თავის თავზე აღება შეუძლიათ. თუმცა, მე რბოლაზე, ფიზიკურად არა, მაგრამ ყოველთვის ვიქნები. ბაზაზე მუდმივი კონტაქტისთვის სპეციალური აღჭურვილობა მაქვს და მონაწილეობას ყველა შეხვედრაში მივიღებ“, - ტოტო ვოლფი.

გაზიარება: