Aa Aa
25 ოქტომბერი 2022  |  10:00

ლიანდაგზე გაჭედილი სატვირთო მატარებელმა გაიტანა

საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.

რა ხდება, როცა ზედმეტად დატვირთული სატვირთო მატარებლის ლიანდაგზე იჭედება? ეს შემთხვევა ბევრი სხვადასხვა სცენარით შეიძლებოდა განვითარებულიყო. თუმცა, ყველაზე ცუდი მოხდა და სატვირთოს მატარებელი დაეჯახა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა, მაგრამ სანახაობა ნამდვილად საშიში იყო.

ტეხასში გადაღებული ვიდეო ვირუსულად გავრცელდა. სატვირთო მატარებლის ლიანდაგებზე 10 წუთი იყო გაჭედილი. დახმარება ვერავინ შეძლო. საბოლოოდ, მას მატარებელი 80კმ/სთ სიჩქარით შეეჯახა.

ვიდეოში მატარებლის მოახლოების მომენტი ჩანს. რამდენიმე ადამიანი მატარებელს ხელს უქნევს და მის შეჩერებას ცდილობს. თუმცა, ეს მცდელობა ამაოა და მატარებელი მისაბმელს ეჯახება.

მისაბმელში 22 670კგ ტვირთი იყო. მატარებელმა სვლა გააგრძელა, მისაბმელი კი განადგურდა.

შემთხვევის დროს პოლიცია უკვე ადგილზე იყო და სიტუაციას აკონტროლებდა. როგორც ჩანს, მატარებლის მძღოლის გაფრთხილება შეუძლებელი იყო. ამ დროს მხოლოდ ერთი რჩევა თუ გვექნება. როცა გზაზე სატვირთოა გაჭედილი და მატარებელი ახლოვდება, ჯობს გაცილებით შორს იდგე, ვიდრე ამ ვიდეოს გადამღები იდგა.

გაზიარება: