Aa Aa
2 ნოემბერი 2022  |  10:22

სასწაულებრივად გადარჩენილი რალის პილოტი

BMW E36 3 Series-ის იღბლიანი მძღოლი და მგზავრი ევროპაში ჩატარებულ რალის ღონისძიებაზე მძიმე ავარიას სასწაულებრივად გადაურჩნენ.

სალონში დამონტაჟებული კამერიდან ამოღებული მასალა საოცრად დრამატულია. კადრები უწყინარი მონაკვეთით იწყება. პილოტი სწორ გზაზე სიჩქარეს უპრობლემოდ კრეფს. მალე ის კომპლექსურ მოსახვევს უახლოვდება. მის მარცხენა მხარეს დამკვირვებლებისთვის იყო ადგილი გამოყოფილი, ხოლო გზის მარჯვენა მხარეს მიწის დონე შესამჩნევად იყო დაწეული. სამწუხაროდ, პილოტს ამ მონაკვეთის გავლისას ზედმეტად მაღალი სიჩქარე ჰქონდა და გზიდან გადავარდა. 

BMW-ს ბალახზე გადასვლიდან მალევე მანქანა ხისგან გაკეთებული ღობისკენ წავიდა. სამწუხაროდ, მძღოლმა ავტომობილის შენელება ვერ შეძლო. E36-ის ღობესთან კონტაქტის შემდეგ ხის ერთ-ერთ ნაწილი, საქარე მინის გავლით, სალონში აღმოჩნდა. საბედნიეროდ, მორი არც პილოტს მოხვედრია და არც მგზავრს. ის ზუსტად მათ შუაში შემოვარდა.

აღსანიშნია, რომ ეს ხის ნაწილი რომელიმეს რომ მოხვედროდა, მაღალი ალბათობით, შემთხვევა ფატალურად დასრულდებოდა.

სამწუხაროდ, ამ E36-სურათები ან/და პილოტის კომენტარი მომხდარზე არ გასაჯაროებულა.

გაზიარება: