Aa Aa
8 ნოემბერი 2022  |  10:40

1983 წლის მიკრომანქანა, რომელიც ნახევარი მილიონი დოლარის ღირებულებისაა

იტალიურ ძარათმშენებელ კომპანია Ghia-ს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ავტომობილები აქვს შექმნილი. მათ სანაცვლოდ კოლექციონერები და კერძო პირები კოლოსალურ თანხებს ითხოვენ. ახლა ამ კომპანიის მიერ შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ავტომობილი გასაყიდად გამოიტანეს. მისი ღირებულება კი შესაძლოა ზედმეტად გეჩვენოთ. ჩვენი დღევანდელი გმირი 1983 წლის Ford Ghia Trio-ა.


ეს კონცეპტუალური ავტომობილი მხოლოდ ერთ ეგზემპლარად არსებობს. მას Trio იმიტომ უწოდეს, რომ სამი სავარძელი აქვს. მძღოლის სავარძელი შუაშია განთავსებული, ხოლო მგზავრებს მის გვერდით შეუძლიათ მოკალათება. სავარძლების ამგვარი განლაგება McLaren F1-ს და Ferrari 365 P Berlinetta Speciale-ს აქვს. ნუთუ, ეს მიკროავტომობილი უიშვიათეს „სუპერქარებს“ ჰგავს?

ამას ისიც გვაფიქრებინებს, რომ მანქანას მილისებრი ჩარჩო, ალუმინის პანელი და მინაბოჭკოსგან დამზადებულ დეტალები აქვს. ეს ჩამონათვალი შესაძლოა შთამბეჭდავად არ ჟღერს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საუბარი ეკონომიურ, კომპაქტურ მიკროავტომობილზე გვაქვს და არა მრავალმილიონიან „ჰიპერქარზე“.




აშკარაა, რომ ეს კონცეპტუალური მოდელი სპეციფიკური მომავლის ხედვის სადემონსტრაციოდ არის შექმნილი. ეს ის მომავალია, როდესაც გადაადგილება მაქსიმალურად ეფექტური უნდა ყოფილიყო. Ford Ghia Trio 337 კილოგრამს იწონიდა და 100 კილომეტრზე 3.3 ლიტრ საწვავს მოიხმარდა. როგორ? ამ მოდელის უკანა საბურავებს 250-კუბურსანტრიმეტრიანი ძრავიდან წამოსული სიმძლავრე ატრიალებდა. ეს ორტაქტიანი აგრეგატი უკანა მხარეს იყო განთავსებული და საკმაოდ ეფექტურად მუშაობდა.

მიუხედავად ვიზუალისა და დანიშნულებისა, Ford Ghia Trio ლეგენდარული დიზაინერული სახლის ერთი გამოშვების მოდელია, რომელიც ჟენევის ავტოჩვენებაზე ვიხილეთ. ის ეგზოტიკური მასალებითაც არის შექმნილი და ეკონომიური გადაადგილებაზეა გათვლილი. ამ მოდელს მხოლოდ ის შეძლებული ადამიანი შეიძენს, რომელიც მას გულით შეიყვარებს.

გაზიარება: