Aa Aa
9 ნოემბერი 2022  |  13:39

პოლიციამ მძღოლს განადგურებული Nissan Skyline ჩამოართვა

ავსტრალიის პოლიციამ 27 წლის კაცს მართვის მოწმობა და Nissan-ი ჩამოართვა.

ვიქტორიას პოლიციის დეპარტამენტმა Skyline-ის მძღოლი გააჩერა. როცა ჰკითხეს, საიდან მოდიოდა, გაირკვა, რომ მძღოლმა ასეთ მდგომარეობაში მყოფი ავტომობილით სულ მცირე 38 კილომეტრი გაიარა.

R-34-თაობის Nissan Skyline უკეთეს მდგომარეობაშიც ყოფილა. სურათებში ჩანს, რომ წინა საფარი, ცხაურა, ჰაერის შემწოვები და მაშუქები სადღაც გაქრა. ავტომობილი არაქარხნული კაპოტითა და შუალედური გამაგრილებლითაა აღჭურვილი. დისკებიც სხვადასხვაა.

მძღოლის მხარეს პანელები ძლიერადაა დაზიანებული. უკან ბამპერი და მაშუქები აკლია.

პოლიციამ მძღოლს მართვის მოწმობა და ავტომობილი სასწრაფოდ ჩამოართვა. მას 16 ნოემბერს სასამართლოში გამოცხადება მოუწევს.

გაზიარება: