Aa Aa
26 დეკემბერი 2022  |  15:58

ჯორჯინა როდრიგესმა რონალდუს საშობაოდ Rolls Royce აჩუქა

ჯორჯინას მდიდრული ავტომობილების ჩუქება უყვარს.

კრიშტიანუ რონალდუს რთული წელი ჰქონდა. მას Manchester United-ის დატოვება მოუწია. მსოფლიო ჩემპიონატზეც სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდა. ამიტომ, გახალისება ნამდვილად არ აწყენდა.

საშობაოდ მას მისმა პარტნიორმა ჯორჯინა როდრიგესმა £250 000-იანი Rolls Royce Ghost აჩუქა. ეს ავტომობილი პორტუგალიელის დიდ კოლექციას შეემატება. როგორც ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას იხუმრა, კოლექციაში რამდენი ავტომობილია, თვითონაც არ იცის.

„მადლობა, საყვარელო“, - წერს რონალდუ ინსტაგრამზე.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ჯორჯინა კრიშტიანუს მდიდრულ ავტომობილს ჩუქნის. 37-ე დაბადების დღეზე პარტნიორმა ფეხბურთელს 150 000 ფუნტი სტერლინგის ღირებულების Cadillac Escalade აჩუქა.

გაზიარება: