Aa Aa
10 იანვარი 2023  |  11:51

Porsche-ს ხელმძღვანელის თქმით, „ძალიან სპორტული ჰიბრიდული“ 911 გზაშია

მფლობელებს მისი დასამუხტად შეერთება არ მოუწევთ.

გერმანული სპორტული ავტომობილების ბრენდი წლებია Porsche 911-ის ჰიბრიდული ვერსიის გამოშვებაზე საუბრობს. ახლა კი, როგორც ჩანს, ეს ავტომობილი უკვე გზაშია. კომპანიის ხელმძღვანელმა ოლივერ ბლუმემ ჰიდრიდული 911-ის გამოსვლა დაადასტურა.

54 წლის აღმასრულებლის თქმით, „911-ს ძალიან სპორტულ ჰიბრიდულ ვერსიას დაუმატებენ“.  წინა წელს ბლუმემ თქვა, რომ ფლაგ ინ ჰიბრიდული ვერსია არ იქნება, რადგან ეს წონის დიდ მატებას გამოიწვევდა. ჰიბრიდული 911 ლე მანში გამარჯვებული 919-ის ტექნოლოგიას მიიღებს.

Porsche-ს მომავალი ნამდვილად ელექტროა. ათწლეულის ბოლოს გაყიდვების 80% ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილები უნდა იყოს. ჰიბრიდული 911 ხაზს უახლოეს მომავალში შეუერთდება. ელექტრო ვერსიას 2030 წლამდე არ უნდა ველოდოთ.

ოლივერ ბლუმეს თქმით, 911-ს „იმდენ ხანს ექნება შიგაწვის ძრავა, სადამდეც შესაძლებელი იქნება“. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს იქნება ბოლო მოდელი, რომელიც შიგაწვისძრავას დაკარგავს. 2025 წლიდან Boxster-სა და Cayman-ს შიგაწვის ძრავა აღარ ექნება. ახალი თაობის 718 მხოლოდ ელექტრო იქნება.

გაზიარება: