Aa Aa
9 იანვარი 2023  |  16:08

რა ხდება, როდესაც 100 000 კმ-ს ზეთის შეუცვლელად გაივლი

შიგაწვის ძრავებს ზეთის ხშირი შეცვლა რომ სჭირდება ეს ახალი არავისთვისაა. მიუხედავად ამისა, ზოგი მძღოლი მექანიკოსების გაკვირვებას მაინც ახერხებს. ქვემოთ ნაჩვენებ ვიდეოში სწორედ ერთ-ერთ ასეთ შემთხვევაზე მოგიყვებით. ამ ადამიანმა ზეთის სიცოცხლის ციკლს რამდენიმე ათეული ათასეულით გადააჭარბა.

ავტომწარმოებლების უმეტესობა ზეთის შეცვლის რეკომენდაციას 6-დან 12 თვემდე პერიოდში ან 12 000-24 000 კმ-ის ინტერვალზე გასცემს. სამწუხაროდ, ამ Seat Leon 1.8 TSI-ს იმდენად მზრუნველი მფლობელი არ ჰყოლია, რომ მწარმოებლების ეს რჩევა მიეღო. ესპანური წარმოების კომპაქტური ჰეჩბეკი, რომელიც VW Golf-ის ახლო ნათესავია, სახელოსნოში ე.წ. „ჩექ ენჯინის“ ანთების გამო მიიყვანეს. დათვალიერებისა და მცირე საუბრის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მფლობელმა 100 000 კმ ზეთის შეცვლის გარეშე დაფარა. 

ზემოთ მიბმულ ვიდეოში ნაჩვენები შავი მასა, რომელიც სქელ სიროფს ჰგავს, ერთ დროს ძრავის გამჭვირვალე საპოხი საშუალება იყო. ზეთის აგრეგატულმა ცვლილებამ (თითქმის) კი იმ ძრავის დაზიანება გამოიწვია, რომელიც VW Group-ი თავის მოდელებში აქტიურად იყენებს. საწყალმა მანქანამ ე.წ. „ჩექ ენჯინის“ ანთებით ძრავის სიცოცხლის ბოლო დღეების შესახებ მძღოლს აუწყა. სამწუხაროდ, რა შედეგი მოჰყვა ზეთის შეცვლას უცნობია. თუმცა, ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, Seat Leon-ის ძრავა ძველებურად აღარასდროს იმუშავებს. 

თუ ოდესმე გქონიათ კითხვა - რა მოხდება თუ ზეთის გამოუცვლელად დიდი ხნის განმავლობაში ივლით - ამომწურავ პასუხს ვიდეოში იპოვით. აღსანიშნია ისიც, რომ ყველა ავტომობილის ძრავა პატარა Seat Leon-ივით გამძლე ვერ იქნებოდა.

გაზიარება: