Aa Aa
14 იანვარი 2023  |  10:54

უნდა ღირდეს თუ არა მოდიფიცირებული Rolls-Royce Cullinan-ი 730 000$?

ეს Rolls-Royce Cullinan-ი Urban Automotive-ის კორპუსის დეტალებით დრამატულ განაცხადს აკეთებს.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული SUV-ი Rolls-Royce Cullinan-ია. აშშ-ს მოქალაქეს მის შესაძენად სულ მცირე 345 000$ სჭირდება. სურათზე ნაჩვენები Cullinan-ის შესაძენად კი ამ თანხაზე ორჯერ მეტია საჭირო, რადგან მას მოდიფიცირება აქვს ჩატარებული.

ეს ავტომობილი აშშ-ს ერთ-ერთ აუქციონზე გასაყიდადაა გამოტანილი და 729 995$-ად არის შეფასებული. რას მიიღებთ ამ თანხის სანაცვლოდ? სიმართლე ისაა, რომ ეს კლასიკური Cullinan-ისგან მნიშვნელოვნად განსხვავებულ მოდელი არ არის. მანქანას ისეთი დანამატები აქვს, რაც ყურადღებას, სტანდარტულთან შედარებით, უფრო იპყრობს. თუმცა, ეს გიჟურ ფასს არ ამართლებს.


ამ Rolls-Royce-ის ყველაზე თვალსაჩინო გაუმჯობესება კორპუსის არაქარხნული დანამატებია. დიზაინი Urban Automotive-ს ეკუთვნის. ამ პაკეტში თქვენ კარბონის დეტალებით გაფორმებულ წინა ბამპერს მიიღებთ. მთავარი და ქვედა ცხაურა კი შავ და ცისფერ ფერებშია გადაწყვეტილი. Cullinan-ის გამოხედვას ეს შტრიხი უნიკალურობას ანიჭებს.

წინა ბამპერის მსგავსი დიზაინი მეორდება ავტომობილის გაყოლებაზეც. შეცვლილი ფორმა აქვს ბორბლის თაღებსაც. კუდი კი უზარმაზარი ფრთითა და დიფუზორით აგრესიულ ხასიათს ატარებს.


ძალზედ განსხვავებული დიზაინისაა Cullinan-ის დისკები. მთლიანი ქიმის მქონე ულამაზესი დისკები Platinum Motorsports-ის ნამუშევარია. აღსანიშნია, რომ მათი დიზაინი ყველას არ მოსწონს.

Cullinan-ის თითოეული ეგზემპლარის სალონი საუცხოოა. ამ მხრივ არც ეს ლამაზმანია გამონაკლისი. ღია ცისფერი ტყავი არამარტო სავარძლებზე და კარის პანელებზე, არამედ ტრანსმისიის გვირაბზეც არის გადაკრული. ასევე, უმაღლესი ხარისხის მასალაა გამოყენებული კოკპიტის უკიდურეს ქვედა დეტალებზეც.

თუმცა, გადაიხდიდით თუ არა Urban Automotive-ის მიერ მოდიფიცირებულ Cullinan-ში 730 000$? დააფიქსირეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

გაზიარება: