Aa Aa
14 თებერვალი 2023  |  10:51

2022 წელს ტექინსპექტირების მაჩვენებელი შემცირდა

2022 წელს, სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ჯამურად 1 028 674 ავტომობილმა გაიარა, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე ნაკლებია.

2021 წელს ტექინსპექტირების ცენტრებს 1 051 045 ავტომფლობელმა მიმართა.

„აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის" მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პირველადი ინსპექტირებისას 504 806 ავტომობილი აღმოჩნდა ვარგისი, უვარგისი 278 482 ავტომობილი, გზაზე გადაადგილება კი 3 604 ავტომობილს აეკრძალა.

რაც შეეხება განმეორებით ინსპექტირებას, აქ სტანდარტების დაკმაყოფილება 228 648 ათასმა ავტომობილმა შეძლო, უვარგისი 12 890 ათასი აღმოჩნდა, გზებზე გადაადგილება კი, 244 ავტომობილს აეკრძალა.

1.028 მლნ ავტომობილიდან გზებზე გადაადგილება 2022 წელს 3 848 ავტომობილს აეკრძალა. 2021 წლის მაჩვენებლით კი, 1.051 მლნ ავტომობილიდან - 4 429 ავტომობილს.

შეგახსენებთ, 2023 წლის 1-ლი თებერვლიდან ავტომობილების განმეორებითი ტექინსპექტირება ფასიანი გახდა. ცვლილების შედეგად ავტომობილის პირველადი ინსპექტირების ღირებულება უცვლელი რჩება. ხოლო განმეორებით ინსპექტირებაზე გარკვეული ღირებულება წესდება.

წყარო: bpn.ge

გაზიარება: