Aa Aa
18 თებერვალი 2023  |  09:25

Ferrari Purosangue-ს ფასი $398,350-დან დაიწყება

კლიენტებს ავტომობილის მიწოდებაში $5,000-ის გადახდა მოუწევთ.

ახალი ამბავი არ არის, რომ Ferrari-ს ავტომობილები ძვირი ღირს. თუმცა, Purosangue-ს ფასმა მაინც გაგვაკვირვა. იმ თანხად, რასაც კლიენტებს ავტომობილის დანიშნულების ადგილამდე მიყვანაში ახდევინებენ, კარგი მეორადი ავტომობილის ყიდვა შეიძლება.

იტალიური ბრენდის პირველი SUV-ის ფასი $393,350-ია. მიწოდების სერვისის და კიდევ დამატებითი ხარჯების გათვალისწინებით, მისი ფასი $400,000-მდე იზრდება და ეს საბაზისო მოდელის ღირებულებაა.

Purosangue-ს 6.5-ლიტრიანი V12 ძრავა აქვს, რომელიც 715 ცხენის ძალასა და ამდენივე ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. მოდელს 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 3.3 წამში შეუძლია, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 310 კმ/სთ-ია. ეს მონაცემები კი ავტომობილისთვის, რომელიც 2 ტონაზე მეტს (2,033კგ) იწონის შთამბეჭდავია.

ისევ ფასს რომ დავუბრუნდეთ, Purosangue უფრო ძვირია, ვიდრე საბაზისო Rolls-Royce Cullinan-ი. სტანდარტულ Urus-ზე $170,000-ით ძვირი ღირს. Ferrari-ს SUV-ის ფასი უფრო მეტია, ვიდრე Aston Martin DBX-ისა და Bentley Bentayga Speed-ის.

მიუხედავად ამისა, Ferrari-ს აღმასრულებელი დირექტორის, ბენედიტო ვინიას, თქმით, ამ მოდელზე ჯავშნები იმაზე 4-ჯერ სწრაფად მიიღეს, ვიდრე ამას ვარაუდობდნენ.

გაზიარება: