Aa Aa
2 მარტი 2023  |  10:42

რამდენი ავტომობილი დარეგისტრირდა საქართველოში 2022 წელს?

საქართველოში გასული წლის განმავლობაში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა თითქმის 5%-ით გაიზარდა და ავტომობილების რაოდენობა 1.563 მლნ ერთეული შეადგინა.

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობის შესახებ მონაცემების მიხედვით, გასული წლის განმავლობაში ქვეყანაში 1.333 მლნ ერთეული მსუბუქი ავტომობილი, 111.2 ათასი სატვირთო, 64.6 ათასი სპეცდანიშნულების, 54.3 ათასი კი ავტობუსები და მიკროავტობუსები იყო რეგისტრირებული.

რეგიონების მიხედვით ავტოსატრანსპორტო საშუალებების განაწილებით თბილისი პირველ ადგილზეა. დედაქალაქში ავტომობილების რაოდენობა 20.5%-ით 529.3 ათას ერთეულამდე გაიზარდა.

გასული წლის განმავლობაში თბილისში 467.9 ათასი მსუბუქი ავტომობილი, 26.3 ათასი სატვირთო, 19.7 ათასი სპეციალური დანიშნულების, 15.2 ათასი სამგზავრო ავტომობილი რეგისტრირდებოდა.

რეგიონების რეიტინგი ავტომობილების საერთო რაოდენობის მიხედვით ასეთია:

1. თბილისი - 529.3 ათასი ერთეული;
2. იმერეთი - 209.9 ათასი;
3. ქვემო ქართლი - 161.8 ათასი;
4. კახეთი - 145.4 ათასი;
5. აჭარა - 130.4 ათასი;
6. სამეგრელო-ზემო სვანეთი - 105.2 ათასი;
7. შიდა ქართლი - 94.7 ათასი;
8. სამცხე-ჯავახეთი - 65 ათასი;
9. მცხეთა მთიანეთი - 43.2 ათასი;
10. გურია - 38.6 ათასი;
11. აფხაზეთი - 11.2 ათასი;
12. რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10.8 ათასი

ამავე სტატისტიკიდან ჩანს, რომ 2022 წელს ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების დიდი ნაწილი - 635.2 ათასი ავტომობილი ბენზინზე მომუშავე ძრავითაა, 300.8 ათასი - დიზელზე, 154.5 ათასი - ბენზინი და აირის; 113.9 ათასი - ჰიბრიდი; 4.1 ათასი - ჰიბრიდი-აირი, ელექტროძრავზე მომუშავე მანქანების რაოდენობა 3.3 ათასია, ხოლო ბუნებრივ აირზე 1.1 ათასი ავტომობილია.

მფლობელის ტიპის მიხედვით რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა გასულ წელს გაზრდილია როგორც ფიზიკური პირების, ასევე იურიდიული პირების შემთხვევაში. ამასთან ფიზიკური პირების რაოდენობა (1.400 მლნ) აღემატება იურიდიულ პირებს (163.2 ათასი). 

წყარო: BM.ge

გაზიარება: