Aa Aa
9 მარტი 2023  |  14:55

ნამდვილი „წითელთავიანი“ Ferrari

გასული საუკუნის 80-იან წლებში სიჩქარის და ფუფუნების მოყვარულებს უდიდესი არჩევანი ჰქონდათ. „ფერარი“ ყოველთვის გამორჩეულ ავტომობილებს ამზადებდა, თუმცა იყვნენ ადამიანები, რომლებსაც Ferrari Testarossa საკმარისად ექსკლუზიურად და სწრაფად არ მიაჩნდათ. ასეთი ავტომოყვარულებისთვის კი Koenig Specials-ი არსებობდა, რომელმაც მსოფლიოს უამრავი წარმოუდგენელი სუპერმანქანა აჩუქა.

Monster classic with 800 hp: Koenig Specials Competition Evolution Ferrari  Testarossa! | tuningblog.eu

Koenig-მა სტანდარტულ „წითელთავიანს“ ორი დიდი ტურბო დაუყენა. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 12-ცილინდრიან ძრავაზე მსგავსი თამამი სვლა გამართლებული იქნებოდა, თუმცა, იმ დროისთვის არნახული შედეგები მიიღეს. ცხენის ძალის მაჩვენებელმა 320-ით მოიმატა და ჯამში 710 შეადგენდა, ხოლო მაბრუნმა მომენტმა 1 000-ს ნიშნულს მიაღწია. ავტომობილი 100-მდე ასაჩქარებლად 3.8 წამს ხარჯავდა, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე 340 კმ/სთ იყო. მიუხედავად იმისა, რომ ეს ავტომობილი 1985 წელს შეიქმნა. ეს მონაცემები 2023 წელსაც კი გაკვირვებას იწვევს.

 Monster classic with 800 hp: Koenig Specials Competition Evolution Ferrari  Testarossa! | tuningblog.eu

ისეთ სწრაფ ავტომობილს, როგორიც Koenig Testarossa იყო შესაბამისი აეროდინამიკა, მუხრუჭები და დაკიდების სისტემა სჭირდებოდა, ამიტომ კომპანიამ ყველა საკვანძო დეტალში ჩარევა გადაწყვიტა. ერთი შეხედვითაც აშკარაა, თუ რამდენად დახვეწილი აეროდინამიკა შექმნეს ინჟინრებმა. ვიზუალურ დეტალებში უამრავი ჰაერის მიმმართველები შეინიშნებოდა, რადგან ავტომობილი თითქმის ორჯერ ძლიერი იყო, ვიდრე სტანდარტული მოდელი და მას შესაბამისად ძლიერი გაგრილების სისტემა და მეტი ჰაერი სჭირდებოდა.

Koenig Specials Ferrari Testarossa Spotted For Sale In Tokyo - Automacha

დაკიდების სისტემა გაცილებით ხისტი გააკეთეს. აგრეთვე, მუხრუჭების სიჩქარესთან შესაბამისობაში მოიყვანეს. ერთადერთი პრობლემა საფართან მოჭიდება იყო, რომელსაც 1 000 ნიუტონი იწვევდა. ავტომობილი წინ 225/50 R16-იანი საბურავებით, ხოლო უკან კი ძალიან განიერი 15-იანი საბურავებით აღჭურვეს, რომლის ზომაც გამაოცებელი იყო: 345/35 R15. ამ ზომის საბურავებს უკანა ფრთების დიდი ჩარჩოები სჭირდებოდა, რადგან Testarossa-ს უკანა ბაზა სიგანეში 17 სმ-ით გაიზარდა.

Ferrari Testarossa Koenig Specials Competition Bodykit - Branded Car Parts  - Official Forza Community Forums

კომპანიის ბოსმა Testarossa-სთვის დამახასიათებელი Pop Up ფარები ჩვეულებრივით შეცვალა, რამაც ეს ავტომობილი სრულად ინდივიდუალური გახადა. ამ ყველა საჭიროების ერთობლიობამ მსგავსი აგრესიული ვიზუალის ავტომობილი განაპირობა, რომლის ღირებულებაც 1985 წელს 400 000 გერმანულ მარკას შეადგენდა, რაც იმ დროისთვის თითქმის სარეკორდო მაჩვენებელი იყო.

გაზიარება: